გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ყარაჯალაში მეორადი ნაწილების საწყობს ცეცხლი გაუჩნდა

6-09-2018

რუსთავთან ახლოს, სოფელ ყარაჯალაში  მეორადი ნაწილების საწყობს ცეცხლი გაუჩნდა.  არსებული ინფორმაციით, დამწვარია 350 კვ.მ ფართობი. ადგილზე მობილიზებული იყო რამდენიმე სახანძრო-სამაშველო ბრიგადა.

ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილის დავით გელაშვილის განცხადებით, ამ დროისათვის ხანძარი ლოკალიზებულია და ადგილზე ცეცხლის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

„ხანძრის შედეგად   საწყობის ერთი ფრთა იწვოდა. დამწვარია 350 კვ.მ ფართობი.  დაშავებული არავინ არ არის. ხანძარი ლოკალიზებულია.  გადარჩენილია დაახლოებით 500 კვ.მ  ფართობი და საცხოვრებელი სახლი მთლიანად.  ამჟამად ცეცხლის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს,“-განაცხადა დავით გელაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31