გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დელეგაციის წევრებს შეხვდა

26-10-2023

დელეგაცია, რომლის შემადგენლობაში შედიან  ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების ვაჭრობითა და დისტრიბუციით, იმპორტ-ექსპორტით დაკავებული მსხვილი კომპანიების (Jilin SifangTrading Co,Zhangjiakou Sugar and Wine Food Co, Liaoning Xinhong Yingmin Industrial Co, Henan Wine Convenience Commercial Co,Baofeng Baijiu Industry Sales LLC,aofengBaijiu Industry Co), ასევე, ჩინეთის სპირტიანი სასმელების ეროვნული ასოციაციისა და ჩინეთის საკვებისა და ფერმენტაციის ინდუსტრიის კვლევითი ინსტიტუტის წარმომადგენლები, საქართველოში ქართული ღვინის ისტორიის, ტრადიციებისა დაკულტურის, ასევე საექსპორტო პოტენციალის გაცნობის მიზნით იმყოფებიან.


„საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის ხანგრძლივი მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები არსებობს. ბოლო წლებში, სამთავრობო დონეზე გააქტიურებული კავშირები დასტრატეგიული პარტნიორობის შესახებ გაფორმებული შეთანხმება კი, კარგი შესაძლებლობაა ორ ქვეყანას შორის არაერთი მიმართულებით გაღრმავდეს თანამშრომლობა. საქართველოსთვის მევენახეობა-მეღვინეობა ყოველთვის იყო და არის პრიორიტეტული მიმართულება. ბოლო 10 წლის განმავლობაში, სახელმწიფოს სწორი პოლიტიკის შედეგად,დარგი მნიშვნელოვნად განვითარდა - გაიზარდა ვენახების ფართობები, გადაიარაღდა არსებული და შეიქმნა ახალი საწარმოები, განვითარდა საოჯახო, მცირე და საშუალო მარნები. რაც მთავარია, რეკორდულ ნიშნულს მიაღწია ღვინის ექსპორტმა.  არაერთი ქვეყანა, მათ შორის ჩინეთი, ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრებად არის განსაზღვრული. შესაბამისად, ჩვენ, ქართული ღვინის ცნობადობის, პოპულარიზაციისა და ექსპორტის გაზრდის მიზნით, ჩინეთში სხვადასხვა მარკეტინგულ ღონისძიებას აქტიურად ვახორციელებთ, რაც ხელს უწყობს ქართული ღვინის ექსპორტის ჩინეთის ბაზარზე მნიშვნელოვან ზრდას“, - აღნიშნა იური ნოზაძემ.


შეხვედრაზე, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დელეგაციის ხელმძღვანელმა, ჩინეთის სპირტიანი სასმელების ეროვნული ასოციაციის(China National Association for Liquor andSpirits Circulation) ვიცეპრეზიდენტმა, იუან ლიუმ  (Yuan LIU) განაცხადა, რომ საქართველოში ვიზიტის მიზანია, გაეცნონ უნიკალური ქართული ღვინის წარმოების ისტორიას, კულტურასა და ტრადიციებს, რათა შეძლონ უკეთ წარუდგინონ ჩინეთის მოსახლეობას.


„ჩვენი დელეგაციის წევრების უმეტესობა პირველად იმყოფება საქართველოში. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო ის დადებითი შთაბეჭდილებები, რაც ქართულმა სტუმართმოყვარეობამ და უნიკალურმა ღვინოებმა მოგვანიჭა. ვფიქრობ, ქართულ ღვინოს დიდი პოტენციალი გააჩნია ჩინეთის ბაზარზე. მნიშვნელოვანია, რომ თქვენი ღვინის წარმოების დიდი ისტორია, ჯიშური მრავალფეროვნება, უნიკალური ქვევრის ღვინო ჩინეთის საზოგადოებამ კარგად უნდა გაიცნოს.


შესაბამისად, სახელმწიფო დონეზე ურთიერთობების გაღრმავებით, საჭირო ბიზნესკავშირების დამყარებით და მარკეტინგული აქტივობებით, შესაძლებელი იქნება ჩინეთის ბაზარზე კიდევ უფრო აქტიურად მოხდეს ქართული ღვინის პოპულარიზაცია და გაიზარდოს ექსპორტი“, - განაცხადა იუან ლიუმ.


შეხვედრაზე მხარეებმა ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიზნით ერთობლივი ღონისძიებების, მათ შორის, ღვინის გამოფენის „საქართველო ღვინის აკვანი“ და მაღალი დონის ღვინის ტურიზმის ფორუმის  ჩატარების საკითხები განიხილეს.


ვიზიტის ფარგლებში, სტუმრები ქართლისა და კახეთის რეგიონებში, ღვინის მწარმოებელ საწარმოებს დაათვალიერებენ, გაეცნობიან ღვინის დაყენების როგორც ტრადიციულ, ისე თანამედროვე მეთოდებს და ქართული ღვინის სახეობებს დააგემოვნებენ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930