გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ალი ასადოვი: აზერბაიჯანი და საქართველო ცდილობს, რომ ერთობლივი წვლილი შეიტანოს ევროპის ენერგეტიკულ უსაფრთხოებაში

26-10-2023

ახალი გამოწვევების გათვალისწინებით ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ გემთსაშენის შესაძლებლობების გაფართოებაზე და ასევე გვინდა, რომ გავაფართოოთ სამოქალაქო სატვირთო გადაზიდვის საშუალებებიც, - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრმა ალი ასადოვმა "თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე" სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.


ალი ასადოვის თქმით, ყველა ეს ელემენტი კიდევ უფრო მეტად ზრდის ჩვენი ქვეყნების როლს, რადგანაც ჩვენი ქვეყნები მნიშვნელოვან სატრანზიტო როლს ასრულებენ კონტინენტებს შორის.


„გარდა ამისა, რეგიონში უკვე ახალი რეალობებია შექმნილი, რომლებიც კარგ შესაძლებლობებს ქმნის, რათა კიდევ უფრო გაიზარდოს რეგიონული მრავალმხრივი თანამშრომლობა და ხარისხობრივად უფრო ახალ დონეზე იქნას აყვანილი ეს თანამშრომლობა და კიდევ უფრო მეტი ეკონომიკური და სავაჭრო დივიდენდები იქნეს შეძენილი რეგიონის ყველა ქვეყნისთვის.


ძვირფასო ფორუმის მონაწილენო, ამავდროულად, აზერბაიჯანი და საქართველო ცდილობს, რომ ერთობლივი წვლილი შეიტანოს ევროპის ენერგეტიკულ უსაფრთხოებაში. ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი, ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენი, მათ შორის, სამხრეთ გაზსადენის დერეფანი. ეს ერთობლივად განხორციელებული სტრატეგიული პროექტებია. სამხრეთის გაზსადენი და გაზის დერეფანი საშუალებას აძლევს, რომ აზერბაიჯანული გაზი მიწოდებული იქნას პირდაპირ ევროპაში. გასული წლის ივლისში აზერბაიჯანმა და ევროკომისიამ ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი. ამ დოკუმენტის მიხედვით აზერბაიჯანი მიწოდებული გაზის მოცულობას გააორმაგებს 2027 წლისთვის.


ამავდროულად, დღეს, ჩვენ ერთად ვიწყებთ მწვანე ენერგეტიკული ხიდის მშენებლობას ევროპასთან. ბატონმა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა უკვე აღნიშნა და მე კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ გასულ წელს სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმებას მოეწერა ხელი ბუქარესტში, აზერბაიჯანს, საქართველოს, რუმინეთსა და უნგრეთს შორის. ასევე, ბულგარეთმაც გამოხატა თავისი სურვილი, რომ ამ პროექტში გაწევრიანდეს და ვიმედოვნებთ, რომ ეს პროექტი კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს ბევრი ქვეყნის ენერგო უსაფრთხოებას ევროპაში.


ძვირფასო ფორუმის მონაწილეებო, ქალბატონებო და ბატონებო, ჩემი მოხსენების დასასრულს, მე კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს. ამავდროულად, დიდ მადლობას ვუხდი დღევანდელი ღონისძიების მონაწილეებს.


წარმატებას ვუსურვებ ამ ფორუმს და მჯერა, რომ დისკუსიები და გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ ფორუმზე იქნება მიღებული, წვრილს შეიტანს დიდი აბრეშუმის გზის კიდევ უფრო განვითარებაში და ასევე შექმნის პირობებს რეგიონული თანამშრომლობის გაფართოებისთვის ისეთ სფეროებში, როგორიც არის ეკონომიკა, ენერგეტიკა, ტრანსპორტი და გადაზიდვა, ასევე სხვა სფეროში.


ძვირფასო ფორუმის მონაწილეებო, მე მინდა ჩემი დამოკიდებულება გამოვხატო რამდენიმე საკითხის მიმართ, რომელიც გამოხატული იქნა აქ. მე მინდა მოგახსენოთ, რომ აზერბაიჯანს შესანიშნავი ეკონომიკური სავაჭრო დაკავშირების შესაძლებლობა გააჩნია 4-დან 3 მეზობელთან.

მეზობელი ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ბატონმა ნიკოლ ფაშინიანმა, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა წამოჭრა საკითხი და მე მინდა ჩემი დამოკიდებულება გამოვხატო ამის მიმართ.


44 დღიანი ყარაბაღის ომის შემდეგ, აზერბაიჯანმა დაუყოვნებლივ გამოხატა თავის პოზიცია იმისათვის, რომ დამყარებულიყო მშვიდობა. გასულ თვეში ამ ანტიტერორისტული ოპერაციის შემდეგ ჩვენ იგივე ინტერესი გამოვხატეთ, რომ ისევ დამკვიდრდეს მშვიდობა, რომელიც შეეხება განსაკუთრებით სატრანსპორტო სფეროს. იმ დეკლარაციის შესაბამისად, რომელიც 2020 წლის 9 და 10 ნოემბერს გაფორმდა, რაც ეხება ყველა კომუნიკაციას, იმიტომ, რომ აზერბაიჯანი ძალიან ბევრს მუშაობდა იმისათვის, რომ თავისი ეს პოზიცია წარმოეჩინა და ჩვენ გვინდა, რომ ეს კომუნიკაცია ნამდვილად ღიად მიმდინარეობდეს და მარტო ჩვენზე არ არის დამოკიდებული.


თუკი მეორე მხარეც მოისურვებს ჩვენ შეგვიძლია, რომ წინ წავიდეთ და რა თქმა უნდა, ჩვენ კიდევ სხვა შესაძლებლობების გამოყენებაც შეგვიძლია", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930