გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მონტენეგროს პრემიერი: განსაკუთრებით მივულოცავ ბატონ ირაკლის, იმიტომ, რომ მან დღეს აქ თავი მოუყარა ჩვენს ორ კოლეგას, ჩემს მეგობრებს

26-10-2023

მე მონტენეგროდან ვარ და ჩემი ქვეყანა ძალიან გავს საქართველოს ბევრი ასპექტით. ჩვენ დასავლეთ ბალკანეთში მდებარე ქვეყანა ვართ და როგორც საქართველო, ჩვენც ასევე ვცდილობთ, რომ ხიდის როლი ვითამაშოთ, რომ ჩვენი მეზობლები ერთმანეთთან დავაკავშიროთ, რომ ადამიანები ერთმანეთთან დავაკავშიროთ, - ამის შესახებ მონტენეგროს პრემიერ-მინისტრმა დრიტან აბაზოვიჩმა "თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე" სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.


მონტენეგროს პრემიერის თქმით, დღესდღეობით გლობალურ სამყაროში აღარ არის უკვე მნიშვნელოვანი რამდენად დიდია რომელიმე ქვეყანა, უფრო მნიშვნელოვანია ის, თუ რამდენად დიდია იდეა.


„ძვირფასო პრემიერ მინისტრებო, ძვირფასო მინისტრებო, ძვირფასო ელჩებო, თქვენო აღმატებულებავ, მივესალმებით ამ დიდი ფორუმის მონაწილეებს და მე მივულოცავ საქართველოს მთავრობას და ჩვენს მეგობარს, ბატონ ირაკლის ამ შესანიშნავი ღონისძიების ორგანიზებას და დიდი მადლობა ასევე გულთბილი სტუმართმოყვარეობისთვის.


მე მონტენეგროდან ვარ და ჩემი ქვეყანა ძალიან გავს საქართველოს ბევრი ასპექტით. ჩვენ დასავლეთ ბალკანეთში მდებარე ქვეყანა ვართ და როგორც საქართველო, ჩვენც ასევე ვცდილობთ, რომ ხიდის როლი ვითამაშოთ, რომ ჩვენი მეზობლები ერთმანეთთან დავაკავშიროთ, რომ ადამიანები ერთმანეთთან დავაკავშიროთ და ვნახოთ, რამდენად შეიძლება უფრო მეტი სიბრძნით და გონებით უფრო მეტი კარგი რამე გავაკეთოთ ევროპის ყველა ქვეყნისთვის.


მთავარი იდეა იმაში მდგომარეობს, რომ ეს ყველაფერი მარტივია, ჩვენ წარსულს ვერ შევცვლით, ერთადერთი რისი შეცვლაც შეგვიძლია, არის მომავალი. ერთადერთი, რაც შეგვიძლია შევცვალოთ და რაც ჩვენი ვალდებულება არის - უნდა შევცვალოთ მომავალი და კარგად რომ შევცვალოთ მომავალი, რომ უფრო მეტად დავამკვიდროთ მშვიდობა და სტაბილურობა, კიდევ უფრო მეტი პროექტი რომ განხორციელდეს და უფრო მეტი ინფრასტრუქტურა რომ აშენდეს და ასევე რომ ერთმანეთთან დავაკავშიროთ ადამიანები.


განსაკუთრებით მივულოცავ ბატონ ირაკლის, იმიტომ, რომ მან დღეს აქ თავი მოუყარა ჩვენს ორ კოლეგას, ჩემს მეგობრებს, აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრს, ასევე სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ორ ქვეყანას, რომლებიც მონტენეგროს მეგობრებიც არიან და კარგი რა არის აქ - ეს არის შესანიშნავი შესაძლებლობა, რომ ვისაუბროთ მნიშვნელოვან პროექტებზე, რაც მნიშვნელოვანია ამ რეგიონის მომავლისთვის და ასევე მნიშნელოვანია, როგორც ევროპისთვის, ასევე აზიისთვის.


დღესდღეობით გლობალურ სამყაროში აღარ არის უკვე მნიშვნელოვანი რამდენად დიდია რომელიმე ქვეყანა, უფრო მნიშვნელოვანია ის, თუ რამდენად დიდია იდეა, რომელიც ჩვენ გვაქვს და რომელიც შეიძლება რომ ჩვენ განვახორციელოთ და სწორედ ამ გზით, ძალიან მნიშნელოვანია, რომ ვისაუბროთ წვდომაზე, ძალიან მნიშნელოვანია, რომ ვისაუბროთ გზებზე, ასევე აეროპორტებზე, საზღვაო პორტებზე და კიდევ ყველაზე მნიშნელოვანი საკითხი არის ის, რომ მივაღწიოთ შეთანხმებას იმაზე, რომ ადამიანებს მიუწვდებოდეთ ხელი ამაზე და ასევე ხალხისა და პროდუქტების, საქონლის გადაადგილებისთვის, წვდომა გვქონდეს ამ გზებზე და ყველა ინიციატივა, აბრეშუმის გზასთან დაკავშირებით, რაც კი მოვისმინეთ ჩვენი კოლეგებისგან და რასაც ვისმენთ ამ ფორუმის განმავლობაში, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშნელოვანი იქნება, როგორც მომავლისთვის, ასევე მშვიდობისთვის, მაგრამ მშვიდობის გარეშე შეუძლებელი იქნება პროგრესის შენარჩუნება.


დღეს ჩვენ ძალიან დიდი გლობალური გამოწვევების წინაშე ვდგავართ. კორონა ვირუსის შემდეგ, რომელმაც ბევრი ეკონომიკა გაანადგურა, რაშიც შედის მონტენეგროს ეკონომიკაც, იმიტომ რომ ჩვენი ქვეყანა ძალიან იყო დამოკიდებული ტურიზმის სექტორზე და ჩვენი პირდაპირი შემოსავალი მოდიოდა ტურიზმიდან, 75% არაპირდაპირი შემოსავალი იყო და ჩვენ ახლა უკვე ვცდილობთ, რომ აღვადგინოთ ჩვენი ეკონომიკა კოვიდის შემდეგ.


წელს, უნდა ითქვას, რომ მონტენეგროს ისტორიაში საუკეთესო ტურისტული სეზონი გვქონდა და ჩვენი პარამეტრები ყველანაირ მოლოდინს სცდება. ძალიან კარგი იყო. 2019 წლის შემდეგ, რომელიც სხვათა შორის, თავისთავად რეკორდული იყო, მაგრამ 2023 კიდევ ამაზე უკეთესი აღმოჩნდა. ადამიანებმა კვლავ დაიწყეს გადაადგილება და მოგზაურობა. ძალიან კარგი არის ის, რომ კორონას შემდეგ, გზების დახურვის შემდეგ, სხვათა შორის, მე ხაზი უნდა გავუსვა ასევე ჩინეთის მდგომარეობას, რომ ამდენი წელი იყო ჩაკეტილი და ბოლოს უკვე ასევე შეგვიძლია, რომ ჩინეთიდანაც ჩამოვიდნენ ადამიანები.


კიდევ, ჩვენს ქვეყანაში დიდი პრობლემა იყო, იმიტომ, რომ მიმდინარეობდა და მიმდინარეობს ომი რუსეთსა და უკრაინას შორის. ჩვენი ბაზრის 20% დამოკიდებული იყო რუსეთზე, უკრაინასა და ბელარუსზე, მაგრამ ჩვენ გამოსავალი მოვძებნეთ, მაინც შევეცადეთ, რომ ახალი მიმართულებები აგვეთვისებინა, ეს არის ახლო აღმოსავლეთი, საუდის არაბეთი, არაბთა გაერთიანებული საემიროები და პირველად ხდება, რომ ქუვეითშიც ხდება ეს და კიდევ არის ახალი მიმართულებები, როგორიც არის ყაზახეთი, უზბეკეთი და ჩვენ ვაჩვენებთ ადამიანებს, რომ მხოლოდ და მხოლოდ საჭიროა წვდომა.


ადამიანები მზად არიან იმისათვის რომ იმგზავრონ, რომ აღმოაჩინონ ახალი შესაძლებლობები. ჩვენ უბრალოდ შესაძლებლობები უნდა შევთავაზოთ, სხვადასხვა ვარიანტი უნდა შევთავაზოთ და მართალია რომ ჩვენ პირველი ავტომაგისტრალი მონტენეგროში გავხსენით და ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული ავტომაგისტრალი მსოფლიოში, მაგრამ არ გვინდა აქ გავჩერდეთ", - განაცხადა დრიტან აბაზოვიჩმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930