გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები უცხოური პრესა
სერგეი ლავროვი: სწორედ ბუქარესტის სამიტის შემდეგ ჩათვალა სააკაშვილმა, რომ ყველაფრის ნება აქვს და ამას 2008 წლის აგვისტოს მოვლენები მოჰყვა

7-09-2018

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი 04 სექტემბრის გვიან საღამოს, ტელეკომპანია «Первый канал»-ის თოქ-შოუ «Большая игра»-ში მონაწილეობდა (პირდაპირი ეთერის რეჟიმით). მასთან ერთად სტუდიაში იყვნენ ამერიკელი პოლიტოლოგი დიმიტრი საიმსი და მისი რუსი კოლეგა ვიაჩესლავ ნიკონოვი (გადაცემის წამყვანი - მარინა კიმი).


სერგეი ლავროვმა ძირითადად რუსეთ-დასავლეთის, განსაკუთრებით კი რუსეთ-აშშ-ის ურთიერთობის პრობლემებზე ისაუბრა, შეეხო აგრეთვე ახლო აღმოსავლეთის პრობლემებს, სირიის მოვლენებს, ირანთან თანამშრომლობის საკითხებს. რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრმა დასავლეთი ანტირუსული სანქციების გამო გააკრიტიკა და, როგორც ყოველთვის, ნეგატიურად შეაფასა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გაფართოება...


საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი NSP.GE გთავაზობთ ამონარიდს სერგეი ლავროვის საუბრიდან:


„აშშ-ის ინიციატივით, ნატო ჩვენს საზღვრებს მოუახლოვდა... და ჩვენს მეზობელ სახელმწიფოებში სამხედრო ინფრასტრუქტურა განათავსა. აშშ, დიდი ბრიტანეთი, კანადა, საფრანგეთი, გერმანია თავის ბატალიონებს გზავნიან ბალტიისპირეთსა და სხვა ქვეყნებში, ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში. ისინი გამოდიან აგრეთვე საქართველოსა და უკრაინის ნატოში გაწევრიანების ინიციატივით.... 2008 წელს ნატოს ბუქარესტის სამიტზე ხმამაღლა იქნა გამოცხადებული, რომ საქართველო და უკრაინა ნატოს წევრები იქნებიანო. კი, ისინი ფორმალურად არ მიუწვევიათ, მათთვის ფორმალურად არ შეუთავაზებიათ გაწევრიანება, რაც აუცილებელ პირობად ითვლება მოლაპარაკების დასაწყებად, მაგრამ ორივეს პოლიტიკურად დაპირდნენ. ეს დაპირება არაორაზროვანი იყო - საქართველოს და უკრაინას ალიანსში მივიღებთო. ჰოდა, ალბათ, თუ გახსოვთ, ამის შემდეგ რამდენიმე თვესაც არ გაუვლია და მიხეილ ნიკოლაევიჩ სააკაშვილმა წარმოიდგინა, რომ მას ყველაფრის ნება აქვს. იგი სამხრეთ ოსეთში თავს დაესხა თავის მოქალაქეებს და რუს სამშვიდობოებს. ამას რაც მოჰყვა, ალბათ გეხსომებათ“-განაცხადა ლავროვმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930