გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კასპის სოფელ კალოუბანთან მისასვლელ გზაზე ასფალტის პირველი ფენის დაგების სამუშაოები დაიწყო

27-10-2023

კასპის მუნიციპალიტეტში ზემო ხანდაკი - ხოვლეს - ადგილობრივი მნიშვნელობის გზიდან, სოფელ კალოუბანთან მისასვლელ გზაზე ასფალტის პირველი ფენის დაგების სამუშაოები დაიწყო.

 

ასფალტის დაგების მიმდინარეობას მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე მერის მოადგილესთან დავით ქისიშვილთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად ადგილზე გაეცნო.

 

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია 1 500 მეტრი სიგრძის გზის მოასფალტება, რომელზეც აქამდე ასფალტი არასდროს ყოფილა.

 

გზის რეაბილიტაციას ტენდერში გამარჯვებული შპს „საგზაო სამშენებლო სამმართველო #1“ ახორციელებს.

 

ადგილობრივ მოსახლეობას ამ დრომდე, გადაადგილება გრუნტიან გზაზე უწევდა. პროექტის დასრულების შემდეგ კი მოწესრიგებული ინფრასტრუქტურით ისარგებლებენ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31