11-01-2018
თემირლან მაჩალიკაშვილის მამა სახელმწიფოს საქმის დროულად გამოძიებისკენ მოუწოდებს. მალხაზ მაჩალიკაშვილი სპეცრაზმელის, რომელმაც მის შვილს ესროლა და ოპერაციაში მონაწილე ყველა პირის დასჯას ითხოვს. ის წინააღმდეგ შემთხვევაში სხვა ზომების მიღებას აანონსებს.
„სანამ სული მიდგას, ეშმაკად მოვევლინები მაგ ადამიანს, ვინც ესროლა... მიწიდან ამოვთხრი. ისე ნუ გააკეთებენ, ოჯახიანად ამოვწვიტო. მე ვთხოვ სახელმწიფოს გაასამართლოს და მისი სახე დამანახოს. ოპერაციის დაგეგმიდან ბოლო წერტილამდე, ყველას დასჯას მოვითხოვ მე, მთელი პანკისის ხეობა და მთელი საქართველო. ამ დროისთვის გამოძიებას ნდობას ვუცხადებ. თუ ეს არ გამართლდა, მერე სხვანაირად მოვიქცევი“-განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.
19 წლის ახალგაზრდა რომელიც 2017 წლის 26 დეკემბერს, სპეცოპერაციისას თავის არეში დაიჭრა, საავადმყოფოში გუშინ დილით გარდაიცვალა. მას რამდენიმე საათში, რუისში დაკრძალავენ.