გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლევან დავითაშვილმა უზბეკეთის ტრანსპორტის მინისტრთან, ილხომ მახკამოვთან შუა დერეფნის განვითარების საკითხები განიხილა

27-10-2023

ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი უზბეკეთის ტრანსპორტის მინისტრს ილხომ მახკამოვს შეხვდა, რომელიც თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმში მონაწილეობს.


შეხვედრას ასევე დაესწრო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გურამ გურამიშვილი.


შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ტრანსპორტისა და ლოგისტიკის მიმართულებებზე. აღინიშნა, რომ უზბეკეთი დაინტერესებულია, გაზარდოს ტვირთბრუნვა შუა სატრანსპორტო დერეფანში, რომელიც უმოკლესი გზაა ევროპასა და აზიას შორის. აგრეთვე გამოითქვა უზბეკური მხარის დაინტერესება საქართველოს ლოგისტიკური სექტორის მიმართ.

მხარეებმა ასევე აქცენტი გააკეთეს თანამშრომლობაზე ორმხრივი ვაჭრობის, ტურიზმის, სამოქალაქო ავიაციის, ჰორეკა სექტორის, საფინანსო მომსახურების და სხვა სფეროებში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31