გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
არჩილ თალაკვაძე: ჩვენმა გუნდმა შეძლო საქართველოში ჩამოეყვანა ის ადამიანები, რომლებიც საქართველოს შესახებ მთელ მსოფლიოში ისაუბრებენ

7-09-2018


 

მმართველი გუნდის წევრის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ ორგანიზებით თბილისში დაგეგმილი საერთაშორისო კონფერენციის საშუალებით კიდევ ერთხელ გამოჩნდება, როგორი ძლიერი კავშირები აქვს „ქართულ ოცნებას“ საერთაშორისო პოლიტიკაში.

მისივე თქმით, პოლიტიკური თვალსაზრისით ეს კონფერენცია ძალიან მნიშვნელოვანია.

 

„ქართული ოცნების“ ორგანიზებით თბილისში საერთაშორისო კონფერენცია იმართება, რომელსაც პოლიტიკოსები 50-ზე მეტი ქვეყნიდან ესწრებიან.  კიდევ ერთხელ გამოჩნდება, როგორი ძლიერი კავშირები აქვს „ქართულ ოცნებას“ საერთაშორისო პოლიტიკაში.

 

აქ არიან წამყვანი, ლიდერი პოლიტიკური პარტიები,  დღეს ჩამოსული და მათი ინტერესი არის ძალიან დიდი იმის მიმართ, თუ  რა რეფორმები გაატარა საქართველომ, როგორ შეცვალა კონსტიტუცია და ის საარჩევნო სისტემა და კამპანიები, რომლებიც ტარდება საქართველოში. პირადად მე გახლავართ ერთ-ერთი მომხსენებელი საარჩევნო კამპანიებთან დაკავშირებით. რაც შეეხება კონფერენციის შინაარსს, ეს ძირითადად უკავშირდება შრომით ბაზარს, შრომის საკითხებს, რა თქმა უნდა დასაქმებასთან დაკავშირებით იქნება მსჯელობა და ყველა ქვეყანა თავის გამოცდილებას წარმოადგენს. მე ვფიქრობ, რომ პოლიტიკური თვალსაზრისით ეს კონფერენცია არის ძალიან მნიშვნელოვანი, ვინაიდან ამ შემთხვევაში ჩვენმა გუნდმა შეძლო საქართველოში ჩამოეყვანა ის ადამიანები, რომლებმაც საქართველოს შესახებ მთელ მსოფლიოში შეიძლება ისაუბრონ.  ეს არის დიდი პოლიტიკური მხარდაჭერა. და ეს არის ქვეყნის მხარდაჭერა, როდესაც ასეთი ადამიანები, საერთაშორისო პოლიტიკური სისტემის გამოჩენილი ლიდერები არიან დღეს თბილისში“- განაცხადა თალაკვაძემ.

 

 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031