გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მხარდამჭერთა გუნდი - დაზღვეულთა მომსახურების ახალი სისტემა "ჯიპიაისგან"

27-10-2023

მხარდამჭერთა გუნდი  “ჯიპიაი ჰოლდინგის” განახლებული მომსახურების სისტემაა, რომელიც მომხმარებელს  სრულიად განსხვავებული გამოცდილების მიღების შესაძლებლობას აძლევს დაზღვევით სარგებლობისას. მხარდაჭერის სისტემა ორიენტირებულია საკითხების მოგვარებაზე დაზღვეულის მხარდამხარ, მასთან შეთანხმებით და მისი საჭიროებებიდან გამომდინარე. მხარდაჭერის მენეჯერი შესაბამისი პროფილის ექსპერტია, რომელიც პასუხისმგებელია მომსახურების სრულ ციკლზე - მკურნალობის დაგეგმვიდან მონიტორინგამდე, ან შემთხვევიდან ანაზღაურების ჩარიცხვამდე და მუდმივად ხაზზეა დაზღვეულთან. მხარდაჭერის მიღება შესაძლებელია კვირაში 7 დღე, 24 საათის განმავლობაში ცხელ ხაზზე: სამედიცინო დაზღვევის საკითხებზე - 0322505111, ხოლო ყველა სხვა შემთხვევაში - 0322605111.


დიმიტრი ძირტკბილაშვილი, "ჯიპიაი ჰოლდინგის” საოპერაციო დირექტორი: “ჩვენი მომსახურების ამოსავალი წერტილია თანადგომა. “ჯიპიაის” დაზღვევის შეძენით, მომხმარებელი დარწმუნებული უნდა იყოს, რომ  მნიშვნელოვან მომენტებში ყოველთვის  მის გვერდით ვიქნებით: ეს იქნება   ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარება,  დაზიანებული ქონების აღდგენა თუ სხვა ნებისმიერი სიტუაცია, როცა დაზღვეულს გვერდში  დგომა ყველაზე მეტად სჭირდება. გვინდა, ამ პროცესში მომხმარებელმა იგრძნოს ჩვენი სრული მხარდაჭერა - ფინანსურთან ერთად ემოციური და გულისხმიერი. მხარდაჭერის სისტემა, რომელიც ახლახან დავნერგეთ სწორედ ამ პრინციპებს ეფუძნება მომსახურების ნებისმიერ ეტაპზე და ყველა  რგოლში. ვფიქრობთ, ჩვენი მომხმარებელი უკვე გრძნობს თვისობრივ სხვაობას და  ვმუშაობთ პროცესის კიდევ უფრო  დახვეწაზე.”


მხარდაჭერის სისტემა  მაღალტექნოლოგიური, ადამინური და პროცესების მართვის განახლებული მიდგომით გამოირჩევა. სწორედ ეს საფუძვლიანი ტრანსფორმაცია უზრუნველყოფს ოპერატიულ და გამართულ მომსახურებას, რათა როგორც პირველი კომუნიკაციის, ისე  შემდგომი  პროცესი შეუფერხებლად წარიმართოს.


მხარდაჭერის მენეჯერები პირველივე ზარიდან არიან ჩართულები საკითხების მოგვარებაში და საჭიროების შემთხვევაში, ადგილზეც გადიან, რომ დაეხმარონ დაზღვეულს. მაგალითად, თუ საქმე გადაუდებელ სამედიცინო სერვისს შეეხება, მხარდაჭერის მენეჯერი შესაძლოა კლინიკაში პირადად მივიდეს და დაზღვევასთან დაკავშირებული ყველა საკითხი თავად მოაგვაროს კლინიკის ადმინისტრაციასთან. მსხვილი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს კი ადგილზე ავტოექსპერტი გადის. ამით მომსახურების პროცესი - სადაზღვევო კომპანიასთან პირველი კომუნიკაციიდან ანაზღაურების ეტაპამდე, სრულად ტრანსფორმირდა.


მაღალი ხარისხის მომსახურების გარანტს კი პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი ქმნის. მხარდაჭერის მენეჯერები ამავე დროს, შესაბამისი სფეროს ექსპერტებიც არიან,   რაც ნიშნავს იმას, რომ  დაზღვეულს არამხოლოდ ინფორმაციას მიაწვდიან, არამედ დაზღვევის ნებისმიერი საკითხის მოგვარებაში პირადად დაეხმარებიან,  ექსპერტული ცოდნა კი მომსახურებას კიდევ უფრო ოპერატიულს გახდის.


ნინო ხაჭაპურიძე, ადამიანური რესურსების მართვისა და მხარდაჭერის განყოფილების უფროსი: „მომსახურების ახალი სისტემა ყველა მიმართულებით განახლებას გულისხმობს. ეს არ იქნება საკითხის მხოლოდ ტექნიკური  გადაწყვეტა. დაზღვეულებს, რომლებსაც ჩვენი დახმარება დასჭირდებათ, მაღალი კომპეტენციის მხარდაჭერის მენეჯერები მოემსახურებიან. მათ შესაბამისი სფეროს ცოდნა უკვე აქვთ - მაგალითად, ჯანდაცვის მიმართულებით გუნდი სამედიცინო განათლებისა და გამოცდილების მქონდე პროფესიონალებით დავაკომპლექტეთ. ანალოგიური მიდგომა  გვაქვს არასიცოცხლის დაზღვევის მიმართულებითაც. თუმცა მხარდაჭერის სისტემას გამოარჩევს ის, რომ ჩვენი აქტივი მხოლოდ ექსპერტიზა არ არის, მხარდაჭერის მენეჯერებმა უკვე გაიარეს გადამზადება, თუ როგორ აღმოუჩინონ დაზღვეულს გულისხმიერი დახმარება. ეს ფუნდამენტური ცვლილება გვაძლევს გარანტს, რომ ჩვენი მხარდაჭერის მენეჯერები აუცილებლად იქნებიან მომხმარებელთა მხარდამხარ, სრული პროცესის განმავლობაში.”


„ჯიპიაი ჰოლდინგი“ 200 000 -ზე მეტ დაზღვეულს ემსახურება. მათ ახლა უკვე ორი გუნდი მოემსახურებათ - სამედიცინო და არასამედიცინო მიმართულებით.  მომხმარებელს  მრავალფეროვანი არხებით სარგებლობის შესაძლებლობა აქვს. სურვილის შემთხვევაში, დისტანციურად  შეუძლია შეიძინოს პოლისი და მიიღოს ანაზღაურება აპლიკაციის (MyGPI) ან ვებგვერდის საშუალებით თუმცა დაზღვევის გააქტიურებისას ან ნებისმიერი სხვა საჭიროების შემთხვევაში, მხარდამჭერები მომხმარებელის მხარდამხარ იქნებიან. მეტიც, მომსახურების გამარტივების მიზნით დაზღვეულთან კომუნიკაციის ორგანიზებასაც თავად ახდენენ.


"ჯიპიაი ჰოლდინგი“ ქართულ სადაზღვევო ბაზარზე 22 წელია ოპერირებს და სტაბილურად ინარჩუნებს მოწინავე პოზიციებს. 2022 წელს, „ჯიპიაი ჰოლდინგის მოზიდული პრემია 19 %-ით გაიზარდა. კომპანია ლიდერია როგორც კორპორატიული, ისე საცალო დაზღვევის მიმართულებით. “ჯიპიაი” პირველი კომპანიაა საქართველოში, რომელმაც მომხმარებელს სრულად დისტანციური სადაზღვევო სერვისები შესთავაზა.  “ჯიპიაი ჰოლდინგი” 2006 წლიდან, „ვენის სადაზღვევო ჯგუფის” წევრია. “ვენის სადაზღვევო ჯგუფი” ყველაზე მსხვილი საერთაშორისო ინვესტორია საქართველოს ბაზარზე. ის ლიდერია ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში და ევროპის 25 ქვეყნის 50 კომპანიას ფლობს და მართავს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930