გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საქართველოს კორეის რესპუბლიკიდან ღვინის პროფესიონალების ჯგუფი სტუმრობს

27-10-2023

ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, საქართველოს კორეის რესპუბლიკიდან ღვინის პროფესიონალების ჯგუფი სტუმრობს.


ქართული ღვინის ბაზრების დივერსიფიკაციის მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, საქართველოში კორეის რესპუბლიკიდან ღვინის პროფესიონალების ჯგუფი იმყოფება.


სტუმრებს შორის არიან კორეის ღვინის მწერალთა კლუბის დამფუძნებელი, აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის ღვინოების ინსტიტუტის დირექტორი ჩან ჯუნ პარკი (ChanJunPark), კორეის საერთაშორისო სომელიეთა ასოციაციის პრეზიდენტიჯა იუნგ კო (JaeYoungKo), ასევე მსხვილი იმპორტიორი კომპანიებისა და ღვინით ვაჭრობის ქსელების ხელმძღვანელი პირები.


ვიზიტის ფარგლებში, სტუმრები ღვინის მწარმოებელ კომპანიებს და მათ პროდუქციას ქართლსა და კახეთში ეცნობიან. ჯგუფის წევრების მხრიდან მაღალია ინტერესი, მოიძიონ ახალი პარტნიორები საქართველოში, რაც პირდაპირ გავლენას იქონიებს კორეის ბაზარზექართული ღვინის ცნობადობისა და ექსპორტის ზრდაზე.


ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, ანალოგიური ღვინის ტური, გასულ წელსაც განხორციელდა, რასაც შედეგად, ქართული ღვინის მწარმოებელ რამდენიმე კომპანიასა და კორეელ იმპორტიორებს შორის სავაჭრო პარტნიორობა მოჰყვა.


კორეის რესპუბლიკა ღვინის ეროვნული სააგენტოსთვის 2019 წელს გამოიკვეთა როგორც სტრატეგიული ბაზარი, სადაც ღვინის ეროვნულ სააგენტოს ორგანიზებითა და მხარდაჭერით, არაერთი მნიშვნელოვანი მარკეტინგული ღონისძიება განხორციელდა. ღონისძიებები ემსახურებოდა ქართული ღვინის შესახებ კორეელი მომხმარებლებისთვის ინფორმაციის მიწოდებას და ქართული ღვინის პოპულარიზაციას.


მიმდინარე წლიდან, კორეის რესპუბლიკაში ქართული ღვინის პოპულარიზაციის ღონისძიებებში აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) სოფლის მეურნეობის პროგრამა ღვინის ეროვნულ სააგენტოს შორის გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში ჩაერთო.USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის მხარდაჭერით, მიმდინარე წელს, კორეის რესპუბლიკაში ქართული ღვინის ორი მასშტაბური წარდგენა-დეგუსტაცია მოეწყო.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930