გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ტელეკომპანიაა „იბერიას“დაფინანსება შეუწყდა

7-09-2018

ტელეკომპანიაა „იბერიას“, რომელიც „ომეგა ჯგუფის“ შემადგენლობაშია, დაფინანსება შეუწყდა. 
ამის შესახებ საგანგებო განცხადება ცოტა ხნის წინ ტელეკომპანიის ეთერში გაკეთდა.
მაუწყებლობაში ხელისუფლებიდან მომდინარე ზეწოლაზე საუბრობენ.
ტელეკომაპანია „იბერიის“ დამფუძნებლის, ზაზა ოქრუაშვილის განცხადებით, გარკვეულ ბანდას თავისუფალ მედიაზე ხელის აღმართვის საშუალება არ უნდა მიეცეს.
„უხილავი ძალები აღარ არის ის ბერკეტები, რომელი ბერკეტებიც „ომეგაზე“ მოქმედებდა, ესას ფინანსური ბერკეტები და სხვა, მაგალითად სასამართლო და სამართალდამცველები. ყველა ქართველისთვის აუცილებელი მისიაა, რომ დავიცვათ თავისუფალი მედია. არ მივცეთ საშუალება არავის, არცერთ ბანდას, რაც არ უნდა მას სახელმწიფო ერქვას, რომ ხელი აღმართოს თავისუფალ მედიაზე. უხილავი ძალები აღარ იქნებიან. მე გავდივარ კონსულტაციას უცხოეთში. ახლა გავითვალისწინებ უცხოურ რეალობას, თუკი არის რაიმე საშველი, როცა ხელია აღმართული და ბანდისმიერი კრიმინალური ძალა მოქმედებს თავისუფალი მედიის წინააღმდეგ და ბიზნესისა და იმ წყაროს წინააღმდეგ, რომელიც მას ასაზრდოებს“- განაცხადა ოქრუაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031