გაიგე განსხვავებული

პარასკევი, ივლისი 04, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
რატი იონათამიშვილი: სალომე ზურაბიშვილის ინტერესი არის ერთადერთი - ხელი შეუწყოს რადიკალური ოპოზიციის რადიკალიზაციას

28-10-2023

სალომე ზურაბიშვილის ინტერესი ყველა საკითხში არის ერთადერთი - ხელი შეუწყოს რადიკალური ოპოზიციის რადიკალიზაციას, მას სხვა მიზნები და ამოცანები არ გააჩნია, - ასე შეაფასა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა, პრეზიდენტის მიერ “შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ” კანონზე ვეტოს დადება.

 

იონათამიშვილის განცხადებით, პრეზიდენტის და რადიკალური ოპოზიციის ინტერესში მართლწესრიგის უზრუნველყოფა არ შედის. მისივე თქმით, მმართველი გუნდი ვეტოს დაძლევს, ვინაიდან რადიკალებს წესრიგისთვის ხელის შეშლის რესურსი არ მიეცეთ. 

 

“ვეტოს არ დაადებდა ისეთ კანონის პროექტს, რომელიც მართლწესრიგის უზრუნველყოფისკენ იყო გამიზნული, მათ შორის, აქციის მონაწილეებისათვის. ეს, ცხადია არც რადიკლური ოპოზიციის და არც პრეზიდენტის ინტერესში არ შედის. შესაბამისად, ვეტო იქნება დაძლეული, ვინაიდან რადიკალურ ოპოზიციას, იქნება ეს სალომე ზურაბიშვილი თუ სხვა ე.წ. ოპოზიციური პარტიები, არასდროს ექნებათ რესურსი, ხელი შეუშალონ მართლწესრიგსა და განვითარებას” - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031