გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საქართველო პოლიტიკურად და კულტურულად აქტუალურია და მომავლისაკენ იყურება - გერმანული „VOGUE“ საქართველოს სპეციალურ სტატიას უძღვნის

7-09-2018

გერმანული ჟურნალი „VOGUE“, საქართველოს, როგორც ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საპატიო სტუმარ ქვეყნას სათაურით: „11 ყველაზე ლამაზი წიგნი საქართველოდან და საქართველოს შესახებ“ “ სტატიას უძღვნის . 

„VOGUE“-ის ჟურნალისტი ბერნ სკუპინი, რომელიც საქართველოს ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის და შემოქმედებითი საქართველოს მიერ ორგანიზებული პრესტურის ფარგლებში სტუმრობდა ქართული ლიტერატურის, კულტურისა და ზოგადად, საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყნის პროექტის შესახებ ცხრაგვერდიან ბეჭდურ და ონლაინ სტატიებს აქვეყნებს.

„საქართველო სტუმართმოყვარე და სიცოცხლის მოყვარული ქვეყანაა. თანამედროვეა და ამავდროულად მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს, პოლიტიკურად და კულტურულად აქტუალურია და მომავლისაკენ იყურება. ეს ყველაფერი საკუთარ თავზე უნდა გამოსცადოთ ანდა წაიკითხოთ: მაგალითად, 11 წიგნი საქართველოდან და საქართველოს შესახებ“, - წერს ჟურნალისტი.

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე, საქართველო 9 ოქტომბერს საპატიო სტუმარი ქვეყნის სტატუსით, განსაკუთრებული პროგრამით წარდგება. მოეწყობა პავილიონი და არაერთი სხვადასხვა შინაარსისა და თემატიკის სტენდი, გაიმართება 70-ზე მეტი ქართველი მწერლის ლიტერატურული ღონისძიება და გამოიფინება ქართული ლიტერატურის 200-მდე გერმანულენოვანი თარგმანი-გამოცემა. 

წლის განმავლობაში დაგეგმილი იყო 100-ზე მეტი კულტურული და 500-მდე ლიტერატურული აქტივობა. ლიტერატურული, საგამოფენო, მუსიკალური, კინოსა და თეატრალური ღონისძიებებით დატვირთულია ბაზრობის საშემოდგომო პროგრამაც. 
ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა ყველაზე პრესტიჟული საერთაშორისო ღონისძიებაა როგორც ლიტერატურულ და საგამომცემლო, ასევე კულტურულ სფეროში. ყოველწლიურად ბაზრობა 300 000-მდე ვიზიტორს მასპინძლობს და 400 000-მდე წიგნს გამოფენს. 
წიგნის ბაზრობას 500 წლიანი ისტორია აქვს და ყოველი წლის ოქტომბრის შუა რიცხვებში ფრანკფურტის საგამოფენო სივრცეში ტარდება. პირველი სამი დღე მას მხოლოდ საქმიანი ვიზიტორები სტუმრობენ, ხოლო ბოლო ორი დღის განმავლობაში ბაზრობა ფართო საზოგადოებისთვისაც იხსნება.

საპატიო სტუმარი ქვეყნები, რომელიც წიგნის ბაზრობას 1976 წლიდან ჰყავს, საერთაშორისო დონეზე საკუთარ ლიტერატურასა და კულტურას წარმოაჩენენ. სტუმარი ქვეყანის პროგრამას, როდორს განსაკუთრებულს, სხვა მონაწილეებთან შედარებით, ბევრად მეტი დრო ეთმობა. ქართველ ავტორთა ნაწარმოებები განიხილება სადისკუსიო პანელზე, ეწყობა მათი საჯარო კითხვა, იმართება თეატრალური წარმოდგენები და სხვა.

გერმანული სტატია იხილეთ ბმულზე: https://www.vogue.de/lifestyle/artikel/buecher-georgien

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930