გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენ დღეს საზეიმოდ გავხსენით 27 კმ, 4 ზოლიანი ახალი მაგისტრალური გზა, რომელიც მოიცავს 65 ხიდს და 38 გვირაბს

28-10-2023

ჩვენ დღეს საზეიმოდ გავხსენით 27 კმ, 4 ზოლიანი ახალი მაგისტრალური გზა, რომელიც მოიცავს 65 ხიდს და 38 გვირაბს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა რიკოთის მაგისტრალური გზის 27 კმ-იანი მონაკვეთი გახსნაზე განაცხადა.


ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ამ ახალი გზის გახსნა გაუადვილებს გადაადგილებას ყველას, ვინც სარგებლობს ამ გზით.


„მინდა ისიც აღვნიშნო, რომ რა თქმა უნდა, ამ ახალი გზის გახსნა გაუადვილებს ჩვენს მოქალაქეებს გადაადგილებას, არა მხოლოდ ჩვენ მოქალაქეებს, არამედ ტურისტებს, მგზავრებს, ყველას, ვინც სარგებლობს ამ გზით. ასევე, რა თქმა უნდა, გადაზიდვები გაცილებით უფრო კომფორტული გახდება, გამტარუნარიანობას გაზრდის ამ მაგისტრალური გზის გახსნა. მე შეგახსენებთ, რომ რიკოთის მაგისტრალური გზა ჯამში იქნება 52 კმ, 97 ხიდი შენდება და 51 გვირაბი. დღეის მდგომარეობით, 48 გვირაბი უკვე გაჭრილია და 83 ხიდი უკვე აშენებულია. ეს არის გრანდიოზული სამუშაოები, ყველაზე მასშტაბური პროექტი. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ასეთი მასშტაბის, ასეთი სირთულის, გადაწყვეტის თვალსაზრისით, არ განხორციელებულა ჩვენი ქვეყნის რეალობაში ასეთი ანალოგიური პროექტი, - განაცხადა პრემიერმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930