გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მაჩეი ჩურა: მოხარული ვარ, რომ დღე აქ ვიმყოფები ევროპის საინვესტიციო ბანკის სახელით და მოწმე ვარ ამ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის, რომელსაც შევარქვი სახელი „საქართველოს ევროპული მაგისტრალი" - ეს გახდა რეალობა

28-10-2023

მოხარული ვარ, რომ დღე აქ ვიმყოფები ევროპის საინვესტიციო ბანკის სახელით და მოწმე ვარ ამ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის, რომელსაც შევარქვი სახელი „საქართველოს ევროპული მაგისტრალი" ეს გახდა რეალობა, - ამის შესახებ ევროპის საინვესტიციო ბანკის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა მაჩეი ჩურამ რიკოთის მაგისტრალური გზის 27 კმ-იანი მონაკვეთი გახსნაზე განაცხადა.


მაჩეი ჩურას თქმით, ეს არის ძალიან კარგად ნაბიჯი საქართველოს დაკავშირებადობის გაფართოების.


„ძვირფასო ბატონო პრემიერ-მინისტრო, ბატონო მინისტრებო, საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებო, ელჩებო, მეგობრებო, სხვა საფინანსო ინსტიტუტებიდან, ყველა, ვინც გახლავთ ჩართული აღნიშნულ პროექტში და ძვირფასო სტუმრებო, ძალზედ მოხარული ვარ, რომ დღე აქ ვიმყოფები ევროპის საინვესტიციო ბანკის სახელით და მოწმე ვარ ამ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის, რომელსაც შევარქვი სახელი „საქართველოს ევროპული მაგისტრალი" - ეს გახდა რეალობა, რომელსაც მივყავართ დასრულებამდე, ანუ ძალიან სერიოზული ტრანსევროპული ქსელის ნაწილისა და ძირითადი ნაწილისა შუა დერეფნის, რომელიც გაიხსნება ევროპის „გლობალური კარიბჭის ფორუმისა" და „აბრეშუმის გზის ფორუმის" შემდეგ. გილოცავთ. გამომდინარე საქართველო-ევროპის თანამშრომლობის პრიორიტეტებისა, ევროპულმა ბანკმა დაამტკიცა პირველი სესხი 2011 წელს, რომელსაც მხარი უნდა დაეჭირა აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის განვითარებისთვის. ჩვენი ვალდებულებები, რომლებიც სრულიად გარანტირებულია ევროკავშირის მიერ, 1 მლრდ ევროს მიაღწია და რომელიც შევსებული იყო 42 მლნ ევროპული გრანტებით. ბოლო გრანტს ხელი მოეწერა გლობალური ფორუმის დროს ბრიუსელში. უბისა-შორაპანის სექცია გახლავთ ერთ-ერთი, რომელსაც აფინანსებს ბანკი, რომელიც მაგალითად იყო გრიგოლეთი-ქობულეთი, ჩუმათელეთი-ხევი, ზემო ოსიაური- ჩუმათელეთი და ასევე ხანგრძლივი თვალსაზრისით სხვა სექციები აღნიშნული მაგისტრალის. იგი ფინანსდება EIB Global-ის მიერ, როგორც ჩვენი ხანგრძლივი ვალდებულებების ჭრილში, რომელიც მხარს უჭერს საქართველოს სატრანსპორტო დაკავშირებადობას. ევროპული საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტის, პროფესორ ტერეზა ჩერვინსკას სახელით მინდა მივესალმო ამ ეტაპს, ჩვენი ხანგრძლივი თანამშრომლობის თვალსაზრისი სატრანსპორტო სექტორში, რომელიც აახლოებს ევროკავშირსა და საქართველოს. ჩვენი მხარდაჭერა საქართველოს აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალისა, საყრდენისა. მას წვლილი შეაქვს ლოკალურ მობილობაში, ეკონომიკურ ზრდაში.


დასკვნის სახით, მინდა მაღალი შეფასება მივცე ჩვენი გუნდის თანამშრომლობას რეგიონალური ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან და სხვა ფინანსურ ინსტიტუტებთან, მსოფლიო ბანკის, აზიის განვითარების ბანკის ჩართულობას ვუსვამ ხაზს, რომლებიც მხარს უჭერდნენ აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის განვითარებას. ეს არის ძალიან კარგად ნაბიჯი საქართველოს დაკავშირებადობის გაფართოების, ქართველი ხალხის კეთილდღეობის გაფართოების, რაც არის საინვესტიციო გეგმის ნაწილი", - განაცხადა მაჩეი ჩურამ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930