გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ღვინის ეროვნული სააგენტოსა და ჩინური მარკეტინგული კომპანიის ორგანიზებით, საქართველოს ჩინეთის დელეგაცია სტუმრობდა

29-10-2023

ღვინის ეროვნული სააგენტოსა და  ჩინური მარკეტინგული კომპანიის ორგანიზებით, საქართველოს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის 14 კაციანი დელეგაცია სტუმრობდა.

დელეგაციას ჩინეთის სპირტიანი სასმელების ეროვნული ასოციაციის (China National Association for Liquor and Spirits Circulation) ვიცეპრეზიდენტი იუან ლიუ (Yuan LIU ხელმძღვანელობდა; დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდნენ ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების იმპორტ-ექსპორტის სექტორის მსხვილი კომპანიების (Jilin Sifang Trading Co, Zhangjiakou Sugar and Wine Food Co, Liaoning Xinhong Yingmin Industrial Co, Henan Wine Convenience Commercial Co, Baofeng Baijiu Industry Sales LLC,aofeng Baijiu Industry Co), ასევე, ჩინეთის სპირტიანი სასმელების ეროვნული ასოციაციისა და ჩინეთის საკვებისა და ფერმენტაციის ინდუსტრიის კვლევითი ინსტიტუტის წარმომადგენლები.


დელეგაციის წევრებმა, ქართლსა და კახეთში, ღვინის მწარმოებელი საწარმოები დაათვალიერეს, სადაც ღვინის დაყენების როგორც ტრადიციულ, ისე თანამედროვე მეთოდებს გაეცნენ.


სტუმრებისთვის, თბილისში ქართული ღვინის დეგუსტაცია - „Walkaround Tasting“ გაიმართა, სადაც წარმოდგენილი იყო ქართული ღვინის მწარმოებელი 30 კომპანიის სხვადასხვა ღვინო.


დელეგაციის ვიზიტი ღვინის ეროვნული სააგენტოსა და ჩინური მარკეტინგული კომპანიის „China National Association for Liquor and Spirits Circulation“ ორგანიზებით განხორციელდა ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და საექსპორტო პოტენციალის ზრდის ხელშეწყობის ღონისძიებების ფარგლებში.
აღსანიშნავია, რომ ჩინეთი ქართული ღვინის ერთ-ერთი გამოკვეთილი სტრატეგიული ბაზარია, სადაც ქართული ღვინის ცნობადობისა და ექსპორტის გაზრდის მიზნით, 2013 წლიდან აქტიურად მიმდინარეობს მარკეტინგული კამპანია.


2023 წლის განმავლობაში, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქართულმა ღვინის მწარმოებლებმა მონაწილეობა მიიღეს ჩინეთში ყველაზე მასშტაბურ გამოფენაში „The 108th China Food&Drinks Fair”; ქართული ღვინის მასშტაბური სემინარი/დეგუსტაცია გაიმართა ჰონგ-კონგში; ჩატარდა ქართული ღვინის საგანმანათლებლო პროგრამა-ტრენინგი, რომელსაც ღვინის მაგისტრი დებრა მეიბურგი უძღვებოდა; ქართული ღვინო წარმოდგენილი იყო ქალაქ შენჭენში გამართულ გამოფენაზე "China Food & Drinks Fair 109".


მიმდინარე წლის ბოლომდე, ქართული ღვინის კომპანიები მონაწილეობას მიიღებენ შანხაიში საერთაშორისო გამოფენებში „CIIE China” და „Prowine Shanghai”, ასევე, „ქარვისფერი ღვინის საერთაშორისო სიმპოზიუმში“ და ქართული ღვინის მასტერკლასში, ქართული ღვინო წარმოდგენილი იქნება დეგუსტაციაზე ხაინანის პროვინციაში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930