გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კახეთში ლიტერატურული კონკურსის - "შემოდგომის ლეგენდა 2023" იმპროვიზაციული ტური გაიმართა

30-10-2023

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური ლიტერატურული კონკურსი „შემოდგომის ლეგენდა 2023“-ის იმპროვიზაციული ტური  კახეთში, წინანდლის მამულში დაიწყო.

 

იმპროვიზაციულ ტურში მონაწილეობს პირველი ტურის შედეგად გამოვლენილი 9 ფინალისტი და ლეგენდის ქვეპროექტის - შემოქმედებითი მასტერკლასის „წერის არქიტექტურის“ კონკურსის გამარჯვებული. ფინალისტები ლიტერატურული ჟიურის მიერ შერჩეულ თემაზე „24/7“-ზე, თორმეტი საათის განმავლობაში ახალ ნაშრომებს შექმნიან. კონკურსის შედეგად გამოვლინდება სამი გამარჯვებული, რომელთაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფულადი პრემია 1000, 700 და 500 ლარის ოდენობით, კონკურსის ჯილდო და კონკურსის პარტნიორის - კომპანია „გალფის“ სპეციალური პრიზები გადაეცემათ.

 

წელს ლეგენდის ჟიური 7 წევრისგან შედგება. მათ შორის არის სამი მუდმივი წევრი, მწერლები: დათო ტურაშვილი, თეონა დოლენჯაშვილი და მაკა ლდოკონენი. ასევე, ჟიურის წევრია კომპანია გალფის ვიცე-პრეზიდენტი ნინო ჯიბლაძე, მოწვეული წევრები ივა ფეზუაშვილი და დავით ქართველიშვილი, რომელიც ლეგენდის ჟიურის 15 წლისთავზე კვლავ შემოუერთდა და პირველი წლის მსგავსად ისევ ჟიურის შემადგენლობაშია; ჟიურის წევრია ასევე შარშანდელი გამარჯვებული თაკო წულაია, რომელიც ლეგენდის ტრადიციას აგრძელებს და გამარჯვების შემდეგ ჟიურის მუშაობას უერთდება.

 

ლეგენდა 2023-ში მონაწილება საქართველოში აკრედიტებული 26 უნივერსიტეტის 255 სტუდენტმა მიიღო, რომლიდანაც შიდა შესარჩევმა ჟიურიმ ათი საუკეთესო ნაშრომი გამოვლინა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და კომპანია „გალფის“ ერთობლივი პროექტი განკუთვნილია მათთვის,  ვინც ქმნის პროზაულ ნაშრომებს, სურთ მიიღოს ლიტერატურული გამოცდილება, გაიცნონ სფეროს წარმომადგენლები და გააცნონ თავისი ნაშრომი საქართველოს. კონკურსში მონაწილეობა საქართველოს ყველა უმაღლესი სასწავლებლის, სამივე საგანმანათლებლო საფეხურის (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა) სტუდენტებს შეუძლიათ.

 

ლეგენდა 2023-ის გამარჯვებულებინოემბრის ბოლოს გამოვლინდებიან. იმპროვიზაციულ ტურზე შექმნილი ნაშრომები კი, ტრადიციულ, ყოველწლიურ ბროშურაში დაიბეჭდება, რომელიც კონკურსის დაჯილდოებაზე მოსულ ყველა სტუმარს საჩუქრად გადაეცემა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930