საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, თუ ვის დაუჭერს მხარს საპრეზიდენტო არჩევნებზე მმართველი პარტია, ცნობილი პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ გახდება.
მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება, რომ არჩევნებზე საკუთარ კანდიდატურას არ დაასახელებს, არ შეიცვლება.
„პოლიტსაბჭოს სხდომაზე გვექნება მსჯელობა და გადაწყვეტილებას უკვე გაგაცნობთ, რა თქმა უნდა, მაგრამ ის, რომ ჩვენ კანდიდატურას არ ვაყენებთ ამ არჩევნებში და საპრეზიდენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ კანდიდატი არ მიიღებს მონაწილეობას, ეს გადაწყვეტილება არ შეიცვლება“ - განაცხადა თალაკვაძემ.