გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ჟურნალისტმა ვასილ სილაგაძემ პარლამენტთან შიმშილობა დაიწყო

7-09-2018

ჟურნალისტმა ვასილ სილაგაძემ, გერმანიაში ჯანმრთელობის სარეაბილიტაციო კურსის დაფინანსების მოთხოვნით, პარლამენტის შენობასთან შიმშილობა დაიწყო.

როგორც სილაგაძემ საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესთან“ საუბარში განაცხადა, ის შიმშილობას მანამ გააგრძელებს, სანამ მისთვის მისაღები პასუხი არ იქნება შესაბამისი სტრუქტურების მხრიდან უცხოეთში სარეაბილიტაციო კურსის გავლასთან დაკავშირებით.

„ქართველი ექიმები ცნობას არ მაძლევენ, რომ უცხოეთში მკურნალობა მესაჭიროება. აქ ჩატარებულმა არაერთმა სარეაბილიტაციო კურსმა კი შედეგი არ გამოიღო. გერმანელი მედიკოსები მეუბნებიან, რომ მკურნალობას ვექვემდებარები და ჩემი კიდურების ფუნქციონირება 75-80 პროცენტით აღდგება“-აცხადებს ჟურნალისტი.

ვასილ სილაგაძე რამდენიმე წლის წინ თბილისში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავდა.
მას დღემდე უჭირს გადაადგილება და მეტყველება

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31