31-10-2023
ანალიტიკოსი გია აბაშიძე, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგევრდზე, უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ გამოქვეყნებულ მორიგ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
მისი თქმით, მხოლოდ 6 თვეში, მიხეილ სააკაშვილმა და მისმა ბიძამ, თემურ ალასანიამ, 96 ათას აშშ დოლარზე მეტი გადაიხადეს საქართველოს „გაშავებაში“, რასაც გამოქვეყნებულ დოკუმენტში ასახული ინფორმაცია ადასტურებს.
„ამერიკული FARA-ს მორიგი მხილება. აშშ-ში საკუთარი ბინძური პროპაგანდის ტირაჟირებაში მიხეილ სააკაშვილი და ჩეკისტი ბიძამისი თემურ ალასანია კვლავ უამრავ ფულს ხარჯავენ. საკითხავია საიდან? მხოლოდ 6 თვეში $96,393. ეს რაც რეგისტრირებულია და კიდევ რამდენი ბინძური თანხაა გადახდილი საქართველოს "გაშავებაში".
ბმულში დეტალურად ნახავთ ნაცრეჟიმის არქიტექტორთა ჰიპერაქტიურობას ამერიკულ პოლიტიკურ-მედია სივრცეში“ - წერს გია აბაშიძე.