გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სოზარ სუბარი: არჩევნების ელექტრონულ სისტემასთან დაკავშირებით ოპოზიციამ დაიწყო ისეთივე ორკესტრირებული შეტევა, რაც ამერიკულ კანონ FARA-ს ქართულ თარგმანთან დაკავშირებით იყო, როდესაც ამერიკული კანონი რუსულად გამოაცხადეს

31-10-2023

“იმედები კიდევ უფრო შემცირდა, რაც კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით პოზიტიური განწყობები წამოვიდა. ამით, საერთოდ გაუქრათ იმედი, რომ არჩევნებში რაიმე წარმატებას შეიძლება მიაღწიონ, ამიტომ, ერთი წლის შემდეგ ჩასატარებელი არჩევნებისა და ელექტრონული სისტემის წინასწარი დისკრედიტაცია დაიწყეს,” - ამის შესახებ “ხალხის ძალის” ერთ-ერთმა ლიდერმა, სოზარ სუბარმა პარლამენტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

მისი თქმით, ოპოზიციამ ელექტრონულ საარჩევნო სისტემას ზუსტად იგივე მეთოდებით გამოუცხადა ბრძოლა, როგორც ეს FARA-ს შემთხვევაში გააკეთა.

 

“ბოლო დროს ძალიან გახშირდა და გამძაფრდა თავდასხმები უკვე მომავალ წელს ჩასატარებელ არჩევნებზე. წინასწარ ცდილობენ არჩევნების დელეგიტიმაციას და დისკრედიტაციას, გახშირდა თავდასხმები საარჩევნო სისტემაზე. ამის მთავარი მიზეზი არის ის, რომ რადიკალურ ოპოზიციას გადაეწურა იმედი, რომ საქართველოში მათ რევოლუციურ და გადატრიალების გეგმებს რაიმე მომავალი შეიძლება ჰქონდეთ. მათი იმედები კიდევ უფრო შემცირდა, რაც კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით პოზიტიური განწყობები წამოვიდა. ამით, საერთოდ გაუქრათ იმედი, რომ არჩევნებში რაიმე წარმატებას შეიძლება მიაღწიონ, ამიტომ, ერთი წლის შემდეგ ჩასატარებელი არჩევნებისა და ელექტრონული სისტემის წინასწარი დისკრედიტაცია დაიწყეს. პირველი ვიოლინო ამ შემთხვევაში რადიკალური ოპოზიციის ბელადი, სააკაშვილი გახდა, რომელმაც თქვა: „სისტემა რომელიც დღესაა მიღებული, თავიდან ბოლომდე გაყალბებაზეა აგებული. ეს არის დაახლოებით ის, რაც პუტინმა რუსეთში შემოიღო.“


ამ შემთხვევაში, ზუსტად იმავესთან გვაქვს საქმე, რაც ამერიკულ კანონ FARA-ს ქართულ თარგმანთან დაკავშირებით იყო, როდესაც ამერიკული კანონი რუსულად გამოაცხადეს. თვითონ აპარატურა, რითაც არჩევნებში ხმის მიცემა ხდება, 100 %-ით ამერიკულია; პროგრამა, რომელიც დაიწერა, წამყვანი ამერიკული კომპანიების მიერ არის დაწერილი; აუდიტი ახლახან დასრულდა, რომელიც ჩაატარა იმ ამერიკულმა კომპანიამ, რომელიც მსოფლიოში ელექტრონული არჩევნების 80%-ის აუდიტს ახორციელებს; ამ კომპანიამ თქვა, რომ, გაყალბების შანსი თითქმის ნულის ტოლია; გასულ არჩევნებში, რაც ამ ახალი სისტემით ჩატარდა, განსხვავება ელექტრონულ ხმის მიცემასა და ხელით გადათვლას შორის იყო 0,013%-ის ტოლი. ორი მილიონი ამომრჩეველი რომ მოვიდეს არჩევნებზე, ეს არის იქიდან დაახლოებით 260 ადამიანი, რაც მინიმუმის მინიმუმია და ამის გასწორებაც შესაძლებელია, როგორიც კი ხელით გადათვლა დაიწყება. ვიცით, რომ საბოლოო შედეგი მხოლოდ ხელით დათვლის შემდეგ იქნება დადასტურებული. ამასთან დაიწყო ბრძოლა რადიკალურმა ოპოზიციამ, რადგან იციან, რომ არჩევნებს ვერ მოიგებენ”, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930