გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კახა ოქრიაშვილი: დმანისის ყოფილი მერს, გიორგი ტატუაშვილს„ოცნებასთან“ დაახლოებული პირები თავს დაესხნენ და ცეცხლსასროლი იარაღიდან 5-ჯერ ესროლეს

1-11-2023

დღეს, 1 ნოემბერს, დმანისის ყოფილ მერს, გიორგი ტატუაშვილსრომელიც 2021 წელს, ადგილობრივ არჩევნებზე კენჭს ოპოზიციის კვოტით იყრიდა, თავს დაესხა „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებული და მმართველი პარტიის მიერ როგორც 2020 წლის საპარლამენტო, ასევე 2021 წლის ადგილობრივ არჩევნებზე დმანისში, მოსახლეობის დაშინების მიზნით გამოყენებული ე.წ. ზონდერდაჯგუფების წევრები - ზურაბ ოკმელაშვილი და კობა მენაბდიშვილი - ამის შესახებ პარტია „პროგრესი და ტავისუფლებას“ ლიდერმა, კახა ოქრიაშვილმა განაცხადა.

 

„ყოფილ მერს, სოფელ დიდ დმანისთან აედევნა „მერსედესის“ მარკის მანქანა, რომლის მგზავრების მხრიდან დაფიქსირდა 4 გასროლა ცეცხლსასროლი იარაღით. ყოფილი მერის მანქანას დაუზიანდა საბურავი და სკამის საზურგე, რამაც გიორგი ტატუაშვილი იხსნა ფიზიკური დაზიანებისგან. არსებობს თავდასხმის ამსახველი ვიდეოკადრები, რაც დაფიქსირებულია ტატუაშვილის ავტომობილის ვიდეო რეგისტრატორის მიერ. მასალები დაოყოვნებლივ გადაეცემა შესაბამის საგამოძიებო სამსახურებს.

 

უნდა აღინიშნოს, რომ დღემდე,ე.წ.ზონდერდაჯგუფების არცერთი წვერი არ არის მიცემული სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში. შესაბამისად, ყოფილი მერის,გიორგი ტატუაშვილის მიერ, ცეცხლსასროლი იარაღით თავდასხმის ეს ფაქტი შეფასებულია, როგორც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ მოსახლეობის დაშინებისა და პრევენციის მცდელობა, რომ სისხლიანი გარჩევები იქნება ყველგან, სადაც „ქართულ ოცნებას“ არ ექნება უპირობო მხარდაჭრა! აღნიშნული თავდასხმის შესახებ ეცნობება როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ორგანიზაციებს“ - აცხადებს ოქრიაშვილი.

 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930