გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პირს, რომელსაც პოლიციამ 40 აბი "სუბუტექსი" აღმოუჩინა, უვადო პატიმრობა ემუქრება

7-09-2018

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის შუამდგომლობა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვისთვის ბრალდებულს გ.თ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.


პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ განზრახი დანაშაულის ჩადენისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფმა გ.თ.-მ უკანონოდ შეიძინა და ინახავდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალება ,,ბუპრენორფინ“-ს.


გატარებული საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად გ.თ. სამართალდამცველებმა 2018 წლის 5 სექტემბერს ქ.თბილისში, ზ.ფალიაშვილის ქუჩაზე დააკავეს. მისი პირადი ჩხრეკისას ამოღებულ იქნა ორმოცი ცალი „სუბუტექს“-ის ტაბლეტი, საერთო წონით 15,62 გრამი, რომელიც შეიცავს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალება „ბუპრენორფინ“-ს, საერთო წონით 0,3120 გრამს.


საქართველოს მთავარი პროკურატურის დეპარტამენტმა გ.თ.-ს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვა) წარუდგინა.


სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიებას შინაგან საქმეთა სამინისტრო აწარმოებს. გ.თ.-სთვის წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031