გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
რომეო მიქაუტაძე: „აწარმოე საქართველოში" პროგრამის მხარდაჭერით, ვეხმარებით ისეთ პროექტებს, რომლებიც არა მხოლოდ აფართოებენ წარმადობას, არამედ ქმნიან ახალ სამუშაო ადგილებს

3-11-2023

ზესტაფონში კომპანია „საქკაბელმა" სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში" მხარდაჭერით გადაიარაღებული საწარმოო სივრცე და ახალი შოურუმი გახსნა. ღონისძიებას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე რომეო მიქაუტაძე დაესწრო.


„განახლებული საწარმოო სივრცეში „საქკაბელი" უშვებს ახალ, ენერგოეფექტურ პროდუქციას, რომელზეც დიდი მოთხოვნაა როგორც საქართველოში, ისე სხვა ქვეყნებში. ჩვენ, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" მხარდაჭერით, ვეხმარებით ისეთ პროექტებს, რომლებიც არა მხოლოდ აფართოებენ წარმადობას და ასორტიმენტს, არამედ ქმნიან ახალ სამუშაო ადგილებს, ნერგავენ ახალ ტექნოლოგიებს და თავისი წვლილი შეაქვს ქვეყნის საექსპორტო პოტენციალის ზრდაში.


ახალი საწარმოო ხაზის ამოქმედება „აწარმოე საქართველოში" ფარგლებში განხორციებული ინვესტიციით მოხდა. შედეგად, ვხედავთ მოდერნიზებული საწარმოს აღჭურვილს მაღალტექნოლოგიური მანქანა - დანადგარებით. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია საწარმომ ახალი სამუშაო ადგილები შექმნა სწორედ ადგილობრივი მოსახლეობისთვის. „საქკაბელი" ის კომპანიაა, რომლის ნაწარმიც ექსპორტზეც გადის, ახალი საერთაშორისო ბაზარზე მოთხოვნადი პროდუქციის წარმოება კი ძალიან წაადგება ჩვენი ქვეყნის საექსპორტო პოტენციალის გაზრდას," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილე რომეო მიქაუტაძემ.


„საქკაბელმა" „აწარმოე საქართველოში" ბიზნეს უნივერსალის პროგრამის მხარდაჭერით, სესხის პროცენტის სუბსიდირებით ისარგებლა. კომპანიამ საწარმოში მანქანა-დანადგარები განაახლა და მსოფლიო ბაზარზე მოთხოვნადი სოლარ კაბელების წარმოება დაიწყო. საწარმომ აიღო ხარისხის ევროპული სერტიფიკატი აიღო, რაც ნიშნავს იმას, რომ „საქკაბელის" წარმოებული პროდუქცია ყველა სათანადო სტანდარტს აკმაყოფილებს. ინვესტიციის შედეგად კომპანიაში 35 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930