გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილი: განათლების ბიუჯეტი 2012 წელთან შედარებით გაზრდილია 1 მილიარდ 800 მილიონამდე ლარით - 300 პროცენტიანი ზრდა გვაქვს ბოლო 11 წელიწადში

3-11-2023

როგორც უკვე დავაანონსეთ პედაგოგებთან შეხვედრისას, დამატებით 160 მილიონი ლარი გამოვუყავით განათლების სამინისტროს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.


პრემიერის თქმით, განათლების ბიუჯეტი 2012 წელთან შედარებით გაზრდილია 1 მილიარდ 800 მილიონამდე ლარით - 300 პროცენტიანი ზრდა გვაქვს ბოლო 11 წელიწადში.


რაც შეეხება დამატებით ამ 700 მილიონის განაწილებას, როგორც უკვე დავაანონსეთ პედაგოგებთან შეხვედრისას, დამატებით 160 მილიონი ლარი გამოვუყავით განათლების სამინისტროს. გამში განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ბიუჯეტი შეადგენს 2 მილიარდ 500 მილიონ ლარს შედარებისთვის მინდა ვთქვა, რომ განათლების ბიუჯეტი 2012 წელთან შედარებით გაზრდილია 1 მილიარდ 800 მილიონამდე ლარით - 300 პროცენტიანი ზრდა გვაქვს ბოლო 11 წელიწადში. აქაც კარგად ჩანს, როგორ ყურადღებას აქცევდნენ განათლებას.


როგორც უკვე ჩვენს ძვირფას მასწავლებლებს ვაცნობეთ, მნიშვნელოვნად გაიზრდება პედაგოგების ხელფასები 2024 წელს, რაც ნიშნავს იმას, რომ სრულ განაკვეთზე მომუშავე მასწავლებელთა ხელფასი საშუალოდ 500 ლარით და მეტით გაიზრდება. ზოგს შეიძლება 600 ან 700 ლარით გაეზარდოს. ძალიან მნიშვნელოვანი ზრდა არის და მინდა ჩვენს მასწავლებლებს კიდევ ერთხელ ვუთხრა მადლობა და ვუსურვო წარმატებები. ეს არის მნიშვნელოვანი სიახლე, რაც სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებასთან ერთად, იქნება განათლების ხარისხის ამაღლების კიდევ უფრო მეტი მოტივაცია და უდიდესი კომპონენტი", - განაცხადა პრემიერმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930