გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილი: ძალოვან უწყებებს ჯამურად თითქმის 200 მლნ-ზე მეტით გაეზარდა დაფინანსება, თავდაცვის სამინისტროს დამატებით 10 მილიონს გამოვუყოფთ, შსს-ს კი დამატებით 50 მილიონს მივცემთ

3-11-2023

ძალოვან უწყებებს ჯამურად თითქმის 200 მლნ-ზე მეტით გაეზარდა დაფინანსება,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.


პრემიერ-მინისტრის თქმით, თავდაცვის სამინისტროს დამატებით 10 მილიონი გამოეყოფა, შსს-ს კი დამატებით 50 მილიონს მისცემს მთავრობა, საიდანაც 20 მლნ ლარი სახანძრო-სამაშველო მანქანების და ტექნიკის შეძენას მოხმარდება.


„რაც შეეხება ძალოვან უწყებებს, ვიცით, რომ თითქმის 200 მლნ-ზე მეტით გაეზარდა ჯამურად შინაგან საქმეთა სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს. ჩვენ დამატებით გამოვუყოფთ თავდაცვას 10 მილიონს. 50 მილიონს შინაგან საქმეთა სამინისტროს მივცემთ, საიდანაც 20 მლნ ლარი მოხმარდება სახანძრო-სამაშველო მანქანების და ტექნიკის შეძენას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. იცით, რომ სამი ვერტმფრენი უკვე შეძენილია, ფრანგული წარმოების ვერტმფრენები შეძენილია და ეტაპობრივად დაიწყება მოწოდება 2024 წელს",- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930