გაიგე განსხვავებული

შაბათი, ივლისი 05, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით აზიის განვითარების ბანკის 57-ე ყოველწლიური შეხვედრის ორგანიზების მიზნით შექმნილი სამთავრობო კომისიის სხდომა გაიმართ

3-11-2023

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით აზიის განვითარების ბანკის 57-ე ყოველწლიური შეხვედრის ორგანიზების მიზნით შექმნილი სამთავრობო კომისიის სხდომა გაიმართა.


სხდომაზე, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა, აზიის განვითარების ბანკის 57-ე ყოველწლიური შეხვედრის ორგანიზების მიზნით გასატარებელი ღონისძიებები განიხილეს, რომელთა შესახებ ინფორმაცია პრემიერ-მინისტრსა და კომისიის წევრებს სამთავრობო კომისიის თავმჯდომარემ, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა მიაწოდა.


მთავრობის მეთაურმა წლიური შეხვედრის მაღალ დონეზე ჩატარების მიზნით სხვადასხვა უწყების ხელმძღვანელებს კონკრეტული დავალებები მისცა.


საქართველო პირველად უმასპინძლებს აზიის განვითარების ბანკის (ADB) 57-ე ყოველწლიურ შეხვედრას, რომელიც 2024 წლის 2-5 მაისს გაიმართება.


ფორუმში მონაწილეობას მიიღებს 4000-ამდე მონაწილე და მაღალი რანგის სტუმარი, მათ შორის − აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტი, ვიცე-პრეზიდენტები, ბანკის აღმასრულებელი დირექტორები, 68 წევრი ქვეყნის დელეგაცია, საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტთა წარმომადგენლები, კერძო სექტორი, საერთაშორისო და სამოქალაქო საზოგადოება, საერთაშორისო და ადგილობრივი მედია.


სხდომაზე კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა აზიის განვითარების ბანკის 57-ე ყოველწლიური შეხვედრის საქართველოში ჩატარების მნიშვნელობას როგორც ქვეყნის საინვესტიციო და ტურისტული შესაძლებლობების, ისე განხორციელებულ რეფორმათა წარმოჩენის მიმართულებით.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031