გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ჯუანშერ ბურჭულაძე დასავლეთის სარდლობაში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო

4-11-2023

თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობაში არსებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო. ქუთაისში მდებარე მე-3 ქვეითი ბრიგადის ტერიტორიაზე ჯუანშერ ბურჭულაძემ თავდაცვის ძალების მეთაურთან და დასავლეთის სარდალთან ერთად, დასრულებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები მოინახულა.
მე-3 ქვეითი ბრიგადის ტერიტორიაზე გაიხსნა სასადილო, რომელიც სრულად გარემონტდა და აღიჭურვა საჭირო ინვენტარით. რეაბილიტაცია ჩაუტარდა საინჟინრო კომუნიკაციებს, მოეწყო შიდა გზები და სამწყობრო მოედანი.
ინფრასტრუქტურის განახლებისა და მშენებლობის მიმართულებით ბოლო ოთხ წელიწადში დაახლოებით 360 მილიონი ლარი დაიხარჯა, რამაც ინფრასტრუქტურული ობიექტების მდგომარეობა თვისობრივად გააუმჯობესა. 2024 წელს, ამ მიზნით, თავდაცვის ბიუჯეტში 100 მილიონი ლარი იქნება გათვალისწინებული. მხოლოდ მიმდინარე წელს შენდება 20 ობიექტი და რემონტდება 50 ობიექტზე მეტი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    თებერვალი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
2425262728