გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
პოლონელი არქეოლოგი - ქუთაისში აღმოჩენილი თხრილი შესაძლოა, ანტიკური ქალაქის არსებობის ჯერჯერობით ერთადერთი მატერიალური დადასტურება იყოს

8-09-2018

ვარშავის უნივერსიტეტის არქეოლოგი ჯასეკ ჰამბურგი განმარტავს, რომ ქუთაისში, გორას დასახლებაში აღმოჩენილი თავდაცვითი თხრილი, შესაძლოა, გახდეს პირველი მატერიალური დადასტურება იმისა, რომ გვიანი ბრინჯაოს ხანის მნიშვნელოვანი ცენტრი - კოლხეთის ცივილიზაცია, ნამდვილად არსებობდა ამ ადგილას.


პოლონელი არქეოლოგები აცხადებენ, რომ ქუთაისი ტრადიციულად დაკავშირებულია მითიურ აიასთან - კოლხეთის დედაქალაქთან, სადაც არგონავტები ჩამოვიდნენ ოქროს საწმისის საპოვნელად, თუმცა, აღნიშნული მეცნიერების მიერ არასოდეს დამტკიცებულა.


„ქალაქი, დიდი ალბათობით, მდებარეობდა გაბაშვილის გორის გარშემო. სწორედ ამ ადგილას ვაწარმოებთ გათხრებს ამჟამად. სამწუხაროდ, მიმდებარე რელიეფი შეუქცევადადაა შეცვლილი ადამიანთა ჩარევისა და თანამედროვე მშენებლობების შედეგად. აქედან გამომდინარე, აღმოჩენილი თხრილი შესაძლოა იყოს ანტიკური ქალაქის არსებობის ჯერჯერობით ერთადერთი მატერიალური დადასტურება. თხრილი საკმაოდ დიდია - 10მ სიგანის და 6მ სიღრმის. გამოყენებული იყო ბრინჯაოს ხანის პერიოდში, დაახლოებით 3 000-3500 წლის წინ, ისევე, როგორც მოგვიანებით, ანტიკურ ხანაში, მე-6 – მე-4 საუკუნეებში ჩვ.წ.აღ“, - განმარტავს პოლონელი არქეოლოგი.



ipn.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031