გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
შალვა პაპუაშვილი: 2007 წლის 7 ნოემბერი იყო პოლიტიკური განაჩენი, რომელიც ხალხმა გამოუტანა „ნაციონალურ მოძრაობას“, სამწუხაროა, რომ რეჟიმის შემოქმედს კიდევ პოლიტიკაში ყოფნის ამბიცია აქვს

7-11-2023

სამწუხაროა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ჯერ კიდევ აქტიურია პოლიტიკაში და რეჟიმის შემოქმედ ადამიანს კიდევ პოლიტიკაში ყოფნის ამბიცია აქვს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.


პაპუაშვილის თქმით, 7 ნოემბერი იყო პოლიტიკური განაჩენი, რომელიც ქართველმა ხალხმა გამოუტანა „ნაციონალურ მოძრაობას“.


„მიხეილ სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმს როცა ვიხსენებთ, სამწუხაროა, რომ ამ რეჟიმის შემოქმედი პარტია ჯერ კიდევ აქტიურია პოლიტიკაში და ამ რეჟიმის შემოქმედ ადამიანს, რომელიც ზის ციხეში, უფრო სწორად, საავადმყოფოში, კიდევ აქვს ამბიციები, იყოს პოლიტიკაში. მგონი, 7 ნოემბერი იყო ზუსტადაც პოლიტიკური განაჩენი, რომელიც ქართველმა ხალხმა საბოლოოდ გამოუტანა „ნაციონალურ მოძრაობას“, განსაკუთრებით მაშინ გამოჩნდა „ნაციონალური მოძრაობის“ სახე. რაც შეეხება მედიასთან მის დამოკიდებულებას და, ზოგადად, ადამიანების მიმართ დამოკიდებულებას, ამიტომაც არის, რომ ქართველი ხალხი არასდროს არ მიუშვებს „ნაციონალურ მოძრაობას“ ხელისუფლებასთან ახლოსაც კი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31