გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
პარლამენტში მუსლიმური სამოსის შეზღუდვის შესახებ კანონპროექტი მომზადდა

8-09-2018

საქართველოში საზოგადოებრივ ადგილებში ჩადრით, ნიქაბით და ბურკით სიარული, შესაძლოა, ადმინისტრაციული წესით დასჯადი ქმედება გახდეს. „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შესაბამისი ცვლილებების ინიციატივა ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი ემზარ კვიციანი გამოვიდა. ამის შესახებ სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ წერს.


ინიციატივის მიხედვით, სკვერში, პარკში, ყველა სახის საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და სხვა საზოგადოებრივ ადგილებში ჩადრით, ნიქაბით და ბურკით სიარული - გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. იგივე ქმედება ჩადენილი განმეორებით - გამოიწვევს დაჯარიმებას 1500 ლარის ოდენობით.


„სამოსელი არ იძლევა პიროვნების იდენტიფიცირების საშუალებას, გარდა ამისა, შეიცავს საფრთხეებს ტერორიზმის კუთხით. ევროპის ქვეყნებში უკვე მოქმედებს აკრძალვები ამ კუთხით. კერძოდ, ჩადრით, ნიქაბით და ბურკით სიარული აკრძალულია: ჰოლანდიაში, ბელგიაში, საფრანგეთში, ავსტრიაში, ბულგარეთში და ლატვიაში. მიმდინარე წლის 1-ელი ივლისიდან ამ ქვეყნების რიცხვს დანიაც შეუერთდა“, - ნათქვამია პროექტის განმარტებით ბარათში.


პროექტის თანამხად, აკრძალვა არ გავრცელდება საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის თანამშრომლებზე.


ვრცლად ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რატომ გახდა საქართველოში აქტუალური ქალი მუსლიმური ტანსაცმელი, ამ ბმულზე წაიკითხავთ.




imedinews.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930