გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
რომეო მიქაუტაძემ მონაწილეობა მიიღო კონფერენციაში „შექმნის თუ არა რესურსეფექტურობა ბიზნესის წარმატების საფუძველს საქართველოში"

7-11-2023

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილე რომეო მიქაუტაძემ მონაწილეობა მიიღო კონფერენციაში „შექმნის თუ არა რესურსეფექტურობა ბიზნესის წარმატების საფუძველს საქართველოში", რომელიც ევროკავშირის მხარდაჭერით და EU4Environment Green Economy პროგრამის განმახორციელებელი პარტნიორის, გაეროს სამრეწველო განვითარების ორგანიზაციისა (UNIDO) და მისი ეროვნული განმახორციელებელი პარტნიორის ენერგოეფექტურობის ცენტრი საქართველოს ორგანიზებით გაიმართა.


მინისტრის პირველმა მოადგილემ მისასალმებელ სიტყვაში ვრცელად ისაუბრა საქართველოს ინდუსტრიის სექტორში რესურსეფექტურობის საკითხებზე. „ჩვენ ნათლად ვაცნობიერებთ მწვანე ეკონომიკის შესაძლებლობებს და მის პოტენციალს მდგრადი ეკონომიკური ზრდისათვის, სამუშაო ადგილების შექმნისა და სიღარიბის დასამარცხებლად. გრძელვადიან პერიოდში, მრეწველობაში რესურსეფექტურობის გათვალისწინებით ბიზნესის ხარჯები შემცირდება და გაიზრდება კონკურენტუნარიანობა, დასაქმება და შემოსავლები. რესურსეფექტურობა იძლევა ბიზნეს აქტივობების ახალ მიმართულებებს, ეკოლოგიურად სუფთა და მწვანე პროდუქტების წარმოებას, მდგრადი სატრანსპორტო სისტემებისა და ეკოტურიზმის განვითარებას, გონიერი და რესურსეფექტური ტექნოლოგიების დანერგვას. შედეგად ვიღებთ გაუმჯობესებულ ბიზნეს-გარემოს, ბაზრის დივერსიფიცირებას, მეტ დასაქმებას და გაუმჯობესებულ ეკონომიკურ ინდიკატორებს," - განაცხადა რომეო მიქაუტაძემ.


მისი თქმით, მცირე და საშუალო სიდიდის საწარმოები საქართველოს საწარმოთა 99,7% წარმოადგენს. „იმისათვის, რომ მიღწეული იქნას გარემოს დაცვის მიზნები, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ პროცესში მცირე და საშუალო სიდიდის საწარმოების ჩართულობა. ამ ტიპის საწარმოები ბევრად მოქნილნი არიან ისეთი ცვლილებების მიმართ, რაც მათ პროდუქციას გახდიდა უფრო ენერგო და რესურსეფექტურს, სოციალურად ეფექტიანს და რაღა თქმა უნდა - მწვანეს," - განაცხადა მინისტრის პირველმა მოადგილემ და ყურადღება გაამახვილა მცირე და საშუალო სიდიდის საწარმოთა შორის ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობაზე. მისი თქმით, გაეროს მრეწველობის ორგანიზაციამ (UNIDO) შეიმუშავა რესურსეფექტური და სუფთა წარმოების მეთოდოლოგია, რომლითაც საწარმოო დანაკარგების წყაროების იდენტიფიცირება. მეთოდოლოგია აგრეთვე საშუალებას იძლევა, შემუშავებული და ამასთან შეფასებული იყოს დანაკარგების შემცირების და აღმოფხვრის როგორც შესაძლებლობა, ასევე მიზანშეწონილობა.


კონფერენციაზე ასევე მონაწილეობდნენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი, პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე, აგრეთვე საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930