გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე მაჩალიკაშვილზე:  მთავარია დაველოდოთ ინფორმაციას სამართალდამცავი ორგანოებისგან

11-01-2018

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე პანკისში, 26 დეკემბერს ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით, რომელსაც 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა, მცირე კომენტარს აკეთებს.

 

როგორც ირაკლი კობახიძე აღნიშნავს, გამოძიების დასრულებამდე რაიმე სახის განცხადების გაკეთება არასწორია.

 

მთავარია, რომ ჩვენ დაველოდოთ ინფორმაციას სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან. ამის შემდეგ უნდა გაკეთდეს განცხადებები საკითხზე“-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

19 წლის ახალგაზრდა რომელიც 2017 წლის 26 დეკემბერს, სპეცოპერაციისას თავის არეში დაიჭრა,  საავადმყოფოში 10 იანვარს გარდაიცვალა. ის სოფელ დუისის სასაფლაოზე 11 იანვარს დაკრძალეს.

 

საქმეზე გამოძიება დაიწყო. პროკურატურა სამართალდამცავების მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტს სწავლობს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930