გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თბილისში კონფერენცია „შექმნის თუ არა რესურსეფექტურობა ბიზნესის წარმატების საფუძველს საქართველოში“ გაიმართა

8-11-2023

თბილისში, გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაციის (UNIDO) ორგანიზებით, კონფერენცია „შექმნის თუ არა რესურსეფექტურობა ბიზნესის წარმატების საფუძველს საქართველოში“ გაიმართა. ღონისძიება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა, საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ, რომეო მიქაუტაძემ და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელმა, ნიკოლას სენდროვიჩმა გახსნეს.

 

„ჩვენ მნიშვნელოვან ნაბიჯებს ვდგამთ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით აღებული ვალდებულებების შესრულების როგორც ენერგოეფექტურობის, ასევე ცირკულარული ეკონომიკის განვითარების მიმართულებით, რაც მდგრადი განვითარების წინაპირობაა. ის რეგლამენტები და რეგულაციები, რომლებიც საქართველომ უკვე მიიღო, ქმნის საფუძველს, საქართველოში მწვანე ეკონომიკა სწრაფად განვითარდეს. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ საქართველოს ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლის ეროვნული გზამკვლევის შემუშავებაზე, რის შემდგომაც მომზადდება სტრატეგია, პროგრამები და ღონისძიებები, რომლებიც სრულად მოიცავს ყველა მიმართულებას, რაც სჭირდება ქვეყანაში ცირკულარული ეკონომიკის განვითარებას, პირველ რიგში კი, ნარჩენების ხელმეორედ გამოყენებას. მინდა აღვნიშნო, რომ საზოგადოების ცნობიერება ამ მიმართულებით მნიშვნელოვნად გაზრდილია. უკვე არსებობს პროცესებში აქტიურად ჩართვის მზაობა როგორც ბიზნესის, ასევე მოქალაქეების მხრიდან, რაც ნამდვილად რეალურ შედეგებამდე მიგვიყვანს“, - აღნიშნა სოლომონ პავლიაშვილმა.

 

ღონისძიების ფარგლებში, მოხსენებები გაკეთდა საქართველოში სამრეწველო საწარმოების ეროვნული შესაძლებლობების განვითარების, ბიზნესშირესურსების დაზოგვისა და წარმოების უფრო მწვანე მეთოდების გამოყენების, მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების, ეკოინოვაციისა და ეკოეტიკეტების ხელშეწყობის, ნარჩენების მართვის და სხვა არაერთ საკითხზე.

 

კონფერენციას ესწრებოდნენ საქართველოში მწვანე ეკონომიკის განვითარებაში ჩართული ყველა დაინტერესებული მხარე,  მათ შორის სახელმწიფო უწყებების, სამრეწველო საწარმოების, ბიზნესის და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები.

 

კონფერენცია ევროკავშირის (EU) მიერ დაფინანსებული პროგრამის -EU4Environment ფარგლებში გაიმართა. აღნიშნული პროგრამის მიზანია, დაეხმაროს ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შეინარჩუნონ ბუნებრივი კაპიტალი და გაზარდონ ადამიანების გარემოსდაცვითი კეთილდღეობა.


EU4Environment-ს ახორციელებს ხუთი პარტნიორი ორგანიზაცია: ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია (OECD)გაეროს ეკონომიკური კომისია ევროპისთვის (UNECE), გაეროს გარემოს დაცვის პროგრამა (UNEP),  გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაცია (UNIDO)და მსოფლიო ბანკი. განხორციელების პერიოდი: 2019-2024 წ.წ, ბიუჯეტი: 20 მლნ ევრო.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930