გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილი: თუ რაიმეს აკეთებს საქართველოს მთავრობა, ვაკეთებთ ჩვენი ხალხისთვის, თქვენთვის, ჩვენი შვილებისთვის, ჩვენი მომავლისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის

8-11-2023

თუ რაიმეს ვაკეთებთ ჩვენ და თუ რაიმეს აკეთებს საქართველოს მთავრობა, ხელისუფლება ვაკეთებთ ჩვენი ხალხისთვის, თქვენთვის, ჩვენი ხალხისთვის, ჩვენი შვილებისთვის, ჩვენი მომავლისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.


პრემიერის თქმით, საქართველოს ხელისუფლება წარმოადგენს ხალხის ნებას და მოქმედებს ხალხის სახელით.


„თუ რაიმეს ვაკეთებთ ჩვენ და თუ რაიმეს აკეთებს საქართველოს მთავრობა, ხელისუფლება ვაკეთებთ ჩვენი ხალხისთვის, თქვენთვის, ჩვენი ხალხისთვის, ჩვენი შვილებისთვის, ჩვენი მომავლისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის, ბუნებრივია ეს ძალიან უსუსური მცდელობაა რომ რამენაირად დააკნინონ ჩვენი ხელისუფლების მიერ მიღწეული შედეგი და მუშაობა, რომელსაც ჩვენ ვატარებთ ბოლო 11 წელია. ჩვენ წარმოვადგენთ ჩვენი ხალხის ნებას, ჩვენ ვმოქმედებთ ჩვენი ხალხის სახელით და ჩვენი ხალხისთვის და კიდევ ვიმეორებ თუ რაიმე გაგვიკეთებია ან ვაკეთებთ ჩვენი ხალხისთვის, ასე რომ ჩემი პასუხი მარტივია, ასევე რაც შეეხება თქვენს დასმულ მთავარ შეკითხვას, რაც შეეხება რეკომენდაციებს ეს არის ჩვეულებრივი ბუნებრივი პროცესი, რომელსაც ჩვენ რა თქმა უნდა გავაგრძელებთ, ისევე როგორც ჩვენ გვქონდა კოორდინაცია ჩვენს ევროპელ კოლეგებთან, რეკომენდაციების დიდი ნაწილი არის შესრულებული, ნაწილი შეიძლება ნაწილობრივ არის შესრულებული, მაგრამ ეს არის ბუნებრივი ჩვეულებრივი პროცესი რომელსაც ჩვენ მივყვებით და ბოლომდე მივიყვანთ ამ საქმეს", - განაცხადა პრემიერმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930