გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თსუ-ში ენციკლოპედია „საქართველოს“ ვებგვერდის პრეზენტაცია გაიმართა

8-11-2023

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია დაესწრო თსუ-ში ქართული ენციკლოპედიის განახლებული ვებგვერდის (georgianencyclopedia.ge) პრეზენტაციას. განახლებული ვებგვერდი ქართული ენციკლოპედიის მთავარი სამეცნიერო რედაქციის მთავარმა რედაქტორმა, თსუ პროფესორმა ზურაბ აბაშიძემ წარადგინა.

 

ზურაბ აბაშიძის თქმით, ვებგვერდი საკმაოდ მდიდარი და მრავალფეროვანი ინფორმაციის მოძიების შესაძლებლობას იძლევა. „ვებგვერდზე განთავსებულია ენციკლოპედია „საქართველოს“ უკვე გამოცემული ტომები. უახლოეს მომავალში გამოიცემა მე-5 ტომიც. ენციკლოპედიაში თავმოყრილია მაღალ აკადემიურ დონეზე შექმნილი 15 ათასამდე სტატია საქართველოსა და ქართველების შესახებ, ყველა მნიშვნელოვანი ფაქტის, მოვლენის, ისტორიული პიროვნების თაობაზე. ენციკლოპედიის რედაქცია მუდმივად ანახლებს მასალებს და ამატებს ახალ სტატიებს,“- განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

 

თსუ რექტორის ჯაბა სამუშიას თქმით, „ქართული ენციკლოპედიის ვებგვერდის ბმული განთავსდება თსუ ბიბლიოთეკის ვებგვერდზე, განთავსდება საძიებო სისტემებში, რომლითაც ისარგებლებენ როგორც თსუ სტუდენტები, ასევე პროფესორ-მასწავლებლებიც.ენციკლოპედიის ვებგვერდზე არსებული ინფორმაცია საინტერესო და საჭიროწყაროა ნებისმიერი ადამიანისთვის, განსაკუთრებით სანდო წყაროა აკადემიური საქმიანობისთვის“. თსუ რექტორმა ქართული ენციკლოპედიის რედაქციას ვებგვერდზე არსებული ინფორმაციის ინგლისურ ენაზე თარგმნაში უნივერსიტეტის ინტელექტუალური რესურსით მხარდაჭერა შესთავაზა.

 

ქართული ენციკლოპედიის ვებგვერდზე „საქართველოსთან“ ერთად განთავსებულია, ასევე,  „ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის“ ყველა ტომი, „100 ქართველი უცხოეთში“, „თბილისი- ქუჩები, გამზირები მოედნები“ და სხვა გამოცემები. უახლოეს მომავალში ვებგვერდზე განთავსდება ქართული ენის ენციკლოპედია.

 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    თებერვალი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
2425262728