გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პრემიერი თამაზ გინტურის მკვლელობაზე: ვაცნობეთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას, ყველას, ავამოქმედეთ ცხელი ხაზი

8-11-2023

რაც შეეხება პირველ შეკითხვას, თუ რა გააკეთა ჩვენმა ხელისუფლებამ, ამ შემთხვევაში, გარდაცვლილი გინტურის მკვლელობის, ჩვენ მყისიერად გვქონდა მაქსიმალური რეაგირება, რისი გაკეთებაც ჩვენ შეგვეძლო აი ამ მომენტში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.


ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ყველა ის ნაბიჯი გადაიდგა, რისი გაკეთებაც შესაძლებელი იყო.


„ჩავრთეთ, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ვაცნობეთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას, ყველას. ავამოქმედეთ ცხელი ხაზი. ყველა ის ნაბიჯი გადაიდგა ჩვენი მხრიდან, რისი გაკეთებაც შეგვეძლო, იმავე საღამოს ჩაინიშნა შეხვედრაც და მყისიერი რეაგირება მოახდინა ჩვენმა ხელისუფლებამ. მე დიდი იმედი მაქვს, რომ მოხდება მეორე დაკავებულის, სამწუხაროდ, უკანონოდ გატაცებულის გათავისუფლება ძალიან მალე. კიდევ ვიმეორებ, ეს არის შედეგი აი ამ მძიმე მემკვიდრეობისა, რომელიც დაგვიტოვა თქვენმა ხელისუფლება, თქვენ რომელსაც წარმოადგენთ. ჩვენ ამას გამოვასწორებთ, დამერწმუნეთ, რომ თქვენ ამას მოესწრებით ძალიან მალე, როცა ჩვენი ქვეყანა გაერთიანდება და გამთლიანდება", - განაცხადა პრემიერმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930