გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გურამ მაჭარაშვილი: თურმე შესაძლებელი ყოფილა ცალ ფეხზე დგომის გარეშე, სუვერენიტეტის დაცვითა და თავმოყვარეობის შენარჩუნებით, კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით რეკომენდაციის მიღება

9-11-2023

„ის გადაწყვეტილება, რაც ევროკომისიის პრეზიდენტმა გამოაცხადა, ნიშნავს იმას, რომ საზოგადოება და ხელისუფლება არის ერთად და ეს არის საზოგადოების ის უმრავლესობა, რომელმაც აირჩია ევროპაც და ევროპული ხელისუფლებაც დღემდე“, - ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.


მისი თქმით, რადიკალური ოპოზიცია ჭკუას ვერ ისწავლის და ხელისუფლებას არც ახლა შეეხიდება, თუნდაც, იმ დათქმების შესასრულებლად, რაც კანდიდატის სტატუსის მონიჭების შემთხვევაში იქნება.


„თურმე შესაძლებელი ყოფილა კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით დადებითი რეკომენდაციის მიღება ცალ ფეხზე დგომის გარეშე, სუვერენიტეტის დაცვითა და თავმოყვარეობის შენარჩუნებით.


ის გადაწყვეტილება, რაც ევროკომისიის პრეზიდენტმა გამოაცხადა, ნიშნავს იმას, რომ საზოგადოება და ხელისუფლება არის ერთად. ეს არის საზოგადოების ის უმრავლესობა, რომელმაც აირჩია ევროპაც და ევროპული ხელისუფლებაც დღემდე. ასე, რომ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ.


სამწუხაროდ, ვერ შეგპირდებით, რომ რადიკალური ოპოზიცია ჭკუას ისწავლის და შეეხიდება ხელისუფლებას, თუნდაც, იმ დათქმების შესასრულებლად, რაც კანდიდატის სტატუსის მონიჭების შემთხვევაში იქნება. მაგრამ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ევროპამ უკვე დაინახა, ვინ მუშაობდა ამ სტატუსის მისაღებად და ვინ - საწინააღმდეგოდ.


დათქმები ევროკავშირის წევრობის ნებისმიერ კანდიდატ ქვეყანას აქვს და ბუნებრივია, რომ ჩვენც გვექნება. სამაგიეროდ, გვაქვს გამოცდილება, თუ როგორ შეიძლება ჩვენს პარტნიორებთან კონსულტაციებით ეს დათქმები შევასრულოთ და მივიღოთ როგორც კანდიდატის სტატუსი, ასევე, მომავალში - წევრობა“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930