გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი ამილახვარმა საერთაშორისო ოლიმპიადებში გამარჯვებულ მოსწავლეებს უმასპინძლა

10-11-2023

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა მსოფლიო და რეგიონულ საერთაშორისო ოლიმპიადებში გამარჯვებულ მოსწავლეებს უმასპინძლა, მათ მიღწეული წარმატება პირადად მიულოცა და საჩუქრები გადასცა.


 

გიორგი ამილახვარმა პრესტიჟულ საერთაშორისო კონკურსებში საქართველოს ეროვნული ნაკრებების წარმატების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. როგორც მან აღნიშნა, მართლაც საამაყოა, რომ ქართველი მოსწავლეები ქვეყანას ყოველ წელს საერთაშორისო ასპარეზზე ასახელებენ.


 

მინისტრმა საქართველოში საერთაშორისო კონკურსების ჩატარების ხელშეწყობაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ საქართველომ ბოლო წლებში სხვადასხვა მნიშვნელოვან ტურნირს უმასპინძლა. გიორგი ამილახვარის თქმით, სამინისტრო მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს მუშაობას მსგავსი ღონისძიებების ჩატარებისა და მოსწავლეების მხარდაჭერის კუთხით, რათა ქართველ ახალგაზრდებს ჰქონდეთ კიდევ უფრო ფართო ასპარეზი საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოვლენისთვის.


 

მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ნაკრებმა გუნდებმა ჯამში 11 ოქროს, 14 ვერცხლის, 24 ბრინჯაოს მედალი და 9 საპატიო სიგელი მოიპოვეს, მათ შორის, მსოფლიო ოლიმპიადებზე – 1 ოქროს, 4 ვერცხლის, 9 ბრინჯაოს მედალი და 2 საპატიო სიგელი.


 

განსაკუთრებით, აღსანიშნავია მათემატიკის, ფიზიკისა და ინფორმატიკის მიმართულებით, ყაზახეთის ქალაქ ალმატიში ჩატარებული ტურნირი, სადაც საქართველო აბსოლუტური ჩემპიონი და ოქროს მედლების მფლობელი გახდა.


 

2023 წელს, პირველად, საქართველომ უმასპინძლა „ქიმიის საერთაშორისო ტურნირს‘‘, რომელშიც 6 ქვეყნის 8 გუნდი მონაწილეობდა. ასევე, ქვეყანა გახდა „ინფორმატიკის ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიადის‘‘ მასპინძელი, რომელშიც 25 ქვეყნის 26 გუნდმა მიიღო მონაწილეობა.


ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930