გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კასპში, "დინამო თბილისის" აკადემიის პროგრამის - "საფეხბურთო ყურადღება რეგიონების" ფარგლებში სავარჯიშო ჯგუფი გაიხსნა

11-11-2023

მიმდინარე წელს კასპში, "დინამო თბილისის" აკადემიის მიერ პროგრამის - "საფეხბურთო ყურადღება რეგიონების" ფარგლებში" ერთი სავარჯიშო ჯგუფი გაიხსნა.
ჯგუფი, რომელსაც მწვრთნელები შავლეგ მაჭარაშვილი და ნიკა ლეკვეიშვილი ავარჯიშებენ აკადემიის მიერ ჩატარებული „საშემოდგომო ფესტივალი“-ს გამარჯვებული გახდა.
კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე და საკრებულოს თავმჯდომარე შოთა ბეგლარაშვილი კასპის „დინამო“-ს ფეხბურთელებსა და მწვრთნელებს ფეხბურთის მოედანზე შეხვდნენ და გამარჯვება მიულოცეს.
ფესტივალი 2011-2012 წლებში დაბადებულთა შორის გაიმართა.
გუნდის შედეგებმა ცხადყო, რომ გუნდი იზრდება და ვითარდება სწორად, რაც მწვთრნელების დიდი დამსახურებაა.
მწვრთნელებმა ვახტანგ მაისურაძესა და შოთა ბეგლარაშვილს მხარდაჭერისა და თანადგომისთვის მადლობა გადაუხადეს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031