13-11-2023
"ხალხის ძალის" ლიდერები საზოგადოებრივი მოძრაობის რეგიონულ წარმომადგენლებს შეხვდნენ.
გაფართოებულ შეხვედრაზე, "ხალხის ძალის" ლიდერებმა საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნებიდან ერთი წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობა შეაჯამეს და სამომავლო გეგმებზეც ისაუბრეს. შეხვედრაზე ხაზი გაესვა "ხალხის ძალის" უდიდეს წვლილს საქართველოსთვის ომში ჩართვისა და რევოლუციური გზით ხელისუფლების შეცვლის საფრთხის თავიდან აცილებაში. აღინიშნა, რომ ეს "ხალხის ძალის" მიერ საზოგადოებისთვის სათანადო ინფორმაციის სწორი და დროული მიწოდების გზით გახდა შესაძლებელი. აქვე ითქვა - "ხალხის ძალის" საქმიანობა ვერ იქნებოდა ასეთი ეფექტიანი, რომ არა ქვეყნის მმართველი გუნდის მართებული საშინაო, თუ საგარეო პოლიტიკა.
შეჯამების სახით, "ხალხის ძალის" ლიდერებმა აღნიშნეს, რომ საზოგადოებრივი მოძრაობა აგრძელებს ამ პოლიტიკას და ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე იმოქმედებს, მათ შორის, განიხილება "ხალხის ძალის" პოლიტიკურ პარტიად ჩამოყალიბების შესაძლებლობაც.
ლიდერების სიტყვით გამოსვლების შემდეგ შეხვედრა კითხვა - პასუხის ფორმატში გაგრძელდა და "ხალხის ძალის" რეგიონულმა წარმომადგენლებმა მათთვის საინტერესო საკითხებზე ამომწურავი პასუხები მიიღეს.
16-11-2024
16-11-2024