გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
TechnovationGirls SAKARTVELO იწყება

13-11-2023

თიბისის განათლების პროგრამის მხარდაჭერით და ალტე უნივერსიტეტის ორგანიზებით, საერთაშორისო პროექტი TechnovationGirls SAKARTVELO მეორედ ჩატარდება.


TechnovationGirls საერთაშორისო პროექტია, რომელშიც უკვე 13 წელია, მსოფლიოს ასზე მეტი ქვეყნის ათიათასობით გოგო იღებს მონაწილეობას. პროგრამის ფარგლებში, ისინი სწავლობენ პროგრამირებასა და ტექნოლოგიური პროდუქტების შემუშავებას, მუშაობენ მათ გარშემო არსებული კონკრეტული პრობლემების გადაჭრის ტექნოლოგიურ გზებზე და გუნდურად ქმნიან მობილური აპლიკაციის ან ხელოვნური ინტელექტის პროტოტიპებს.


შეგახსენებთ, რომ 2023 წელს საქართველოდან წარდგენილი ფარისა და ცაგერის საჯარო სკოლების გოგოებისგან შემდგარი გუნდი - TSFE TechnicalSupportforEarth, პროექტით: SmartLight, 2023 წელს პირველად გახდა ევროპის რეგიონის გამარჯვებული. ხოლო, საქართველომ დასრულებული პროექტების რაოდენობით, მსოფლიო მასშტაბით მე-10 ადგილი დაიკავა.


„თიბისისთვის ახალი თაობის მხარდაჭერა და განათლების ხელშეწყობა კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მთავარი მიმართულებაა, რომელიც ათასობით ახალგაზრდისთვის ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობას გულისხმობს. თიბისი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია, TechnovationGirls SAKARTVELO-ს მხარდაჭერით, მიზნად ისახავს ტექნოლოგიური ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობას, სფეროში გოგონების გაძლიერებას და ტექნოლოგიებზე წვდომის გაზრდას მთელი საქართველოს მასშტაბით“ - ალექსანდრე მაყაშვილი, თიბისის სტრატეგიული პროექტების ხელმძღვანელი.


TechnovationGirls 2024-ში მონაწილეობა შეუძლიათ გოგოებს ორ ასაკობრივ ჯგუფში: 13-15 წელი და 16-18 წელი, გუნდში შესაძლოა იყოს 1-5 მონაწილე. პროექტში ასევე ვიწვევთ მოხალისე მენტორებს, საქართველოს ნებისმიერი წერტილიდან. მსურველებმა სარეგისტრაციო მარტივი ფორმა 24 ნოემბრამდე უნდა შეავსოთ.


TechnovationGirls - საქართველოს 2024 წლის გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან სპეციალური პრიზებით. საქართველოს მასშტაბით გამარჯვებული გუნდები გააგრძელებენ მონაწილეობას გლობალურ შეჯიბრში. საუკეთესო 20 გუნდი მონაწილეობას მიიღებს ტექნოლოგიურ ბანაკში, რომელიც ზაფხულში ჩატარდება.


„ჩემთვის დიდი პატივია, რომ TotalCourage-ის გუნდმა ალტე უნივერსიტეტს უკვე მეორედ მიანდო საქართველოში ამ პროგრამის მასპინძლობა. პარტნიორ ორგანიზაციებთან, მენტორებთან და მოხალისეებთან ერთად კიდევ აქტიურად ვიმუშავებთ იმაზე, რომ რაც შეიძლება მეტი მოზარდი გოგო ჩაერთოს ამ პროექტში, დაინტერესდეს ტექნოლოგიებით, იმუშაოს ახალ იდეებზე და მომავალში აირჩიოს ტექნოლოგიებთან და ინჟინერიასთან დაკავშირებული კარიერა. გასულ წელს, პროექტის წარმატებულმა შედეგებმა აჩვენა, რომ ამ მიმართულებით დაინტერესება დიდია, ამიტომ, კიდევ უფრო დიდი შემართებით ვეცდები, რომ დაინტერესებულ გოგოებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან, მაქსიმალურად გავუზიარო ჩემი და პროფესიონალი პრაქტიკოსების გამოცდილება“ - ნანა დიხამინჯია, ალტე უნივერსიტეტის ციფრული ტრანსფორმაციის ცენტრის ხელმძღვანელი. 


TechnovationGirls SAKARTVELO 2024 მონაწილეობის მსურველმა სარეგისტრაციო ფორმა 24 ნოემბრამდე უნდა შეავსონ

გოგოების სარეგისტრაციო ფორმა: https://forms.gle/TgyuzYoSvTyDkZy76

მენტორების სარეგისტრაციო ფორმა: https://forms.gle/W9p3s158MZMrcSwf8

TechnovationGirls SAKARTVELO ხორციელდება ალტე უნივერსიტეტის IT სკოლის ორგანიზებით, არასამთავრობო ორგანიზაციასთან „ტექდრო“ თანამშრომლობით და  თიბისის მხარდამჭერით.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30