გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ვახტანგ ცინცაძე: მოსალოდნელია, რომ 2023 წელს ექსპორტის მოცულობა 6 მილიარდ დოლარს გადააჭარბებს

13-11-2023

„საგარეო ვაჭრობის კუთხით პოზიტიური ტენდენციები გაგრძელდა მიმდინარე წლის ოქტომბერშიც - ექსპორტი, რომელიც ქვეყანაში ეკონომიკური ზრდის ხელშემწყობ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს, გაზრდილია 10.4%-ით და მისი მოცულობა 495 მლნ. აშშ. დოლარს აღემატება" - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, ვახტანგ ცინცაძემ „საქსტატის" მიერ დღეს გამოქვეყნებული მაჩვენებლების შეფასებისას განაცხადა.


მისივე თქმით, ასევე ხაზგასასმელია, რომ 2023 წლის ათ თვეში ექსპორტი, ჯამურად 12.5%-ით გაიზარდა და 5.1 მილიარდ აშშ. დოლარს გაუტოლდა.


მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, ათი თვის მონაცემებით მნიშვნელოვნად - 16.2%-ით არის გაზრდილი სავაჭრო ბრუნვაც და 17.8 მილიარდ დოლარს შეადგენს.

„მოსალოდნელია, რომ 2023 წელს ექსპორტის მოცულობა 6 მილიარდ დოლარს გადააჭარბებს" - აღნიშნა ვახტანგ ცინცაძემ.


ეკონომიკის მინისტრის მოადგილის შეფასებით, ეს შედეგები კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს მთავრობის პოლიტიკის ფარგლებში ბიზნესის მხარდამჭერი პროგრამების მნიშვნელობას, რომლებიც მიმართულია ქვეყანაში ექსპორტის პოტენციალის ზრდისა და ეფექტიანი გამოყენების, საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციისა და კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესებისკენ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930