გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თამარ ჩიბურდანიძე: პრეზიდენტმა კიდეც რომ შეიწყალოს სააკაშვილი, ის ვეღარ შექმნის პოლიტიკურ ამინდს საქართველოში, სააკაშვილი გაკოტრებული პოლიტიკოსია

13-11-2023

"სააკაშვილის შეწყალება გამოიწვევს კიდევ უფრო დიდ დაპირისპირებას ოპოზიციაში," - ამის შესახებ "ხალხის ძალის" წევრი თამარ ჩიბურდანიძე სოციალურ ქსელში წერს.

 

მისი თქმით, პრეზიდენტმა სააკაშვილი რომც შეიწყალოს, ის ქართულ პოლიტიკაში ამინდს ვეღარ შექმნის.

 

"თუ ვინმე ფიქრობს, რომ პრეზიდენტს შეაწყალებინებს სააკაშვილს და ამით შეძლებენ არჩევნების მოგებას, ცდება. სააკაშვილს მისი პრეზიდენტობის პერიოდში, როცა სრული და გადამეტებული ძალაუფლება ჰქონდა, მოვუგეთ არჩევნები და დღეს ამ გაკოტრებულმა პოლიტიკოსმა რა ამინდი უნდა შექმნას წინასაარჩევნოდ?  ერთადერთი, რისი მიღწევაც  შეუძლია, შეძლებისდაგვარად შეაერთოს დაქუცმაცებული ნაცმოძრაობა, რომლის საერთო შედეგი მაინც იმაზე ბევრად ნაკლები იქნება, ვიდრე იყო ბოლო საპარლამენტო არჩევნებში.

 

ამას რომ თავი დავანებოთ, სააკაშვილის შეწყალება გამოიწვევს კიდევ უფრო დიდ დაპირისპირებას ოპოზიციაში. მომავალი თანამდებობებისთვის წინასწარ მომზადებული პირები ვერ შეეგუებიან ისევ ოპოზიციაში ერთპარტიულ მბრძანებლობას და მათთვის საოცნებო ძალაუფლების დათმობას.

 

სააკაშვილის, როგორც სისხლიანი რეჟიმის ხელმძღვანელის პოლიტიკაში დაბრუნება არ აწყობს საღად მოაზროვნე დასავლეთსაც. ახლა ოპოზიციურად განწყობილ უცხოელ ლობისტებში ახალი გეგმა მუშავდება თავად სალომე ზურაბიშვილის ირგვლივ ახალი პოლიტიკური ძალის ჩამოყალიბების. თუმცა, აქაც ავიწყდებათ, რომ შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება. ეს ხალხი გინდა სალომეს ირგვლივ შეკრიბონ, გინდ ისევ ცალ-ცალკე იყვნენ, მათი ამომრჩევლების ხმები მაინც ერთ ოპოზიციურ ყულაბაში იყრება, ისინი მხოლოდ ერთმანეთს თუ წაართმევენ ხმებს.

 

ასე რომ, არჩევნებამდეც და არჩევნების შემდეგაც ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნეებს შიგნით თუ გარეთ, მოუწევთ რეალობასთან შეგუება და მარცხის აღიარება," - წერს ჩიბურდანიძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930