10-09-2018
სოციალური ქსელის მომხმარებელი მარიამ ჭაჭია ფეისბუკის პირად გვერდზე წერს:
„გუშინ საღამოს "ნიკორას" მაღაზიაში ვიყიდე მანი. ერთი თურმე არაჩვეულებრივი ჩვევა მაქვს - შეფუთვაში არ ვტოვებ ბირღულეულს და ქილებში ვინახავ.
ხოდა, თითქმის ბოლომდე მაქვს გადმოყრილი შეფუთვიდან დავხედავ ჭიებს სოფელი აქვთ გაშენებული. მოვკიდე ხელი დარჩენილ მანის შეფუთვას და ჩეკს და მივბრუნდი "ნიკორაში".
პროდუქცია ვადიანი იყო, მაგრამ ალბათ სიცხეში ედოთ და ქულები გაუჩნდათო. ავუხსენი, რომ მანი ძირითადად პატარა ბავშვებისთვისაა და ბევრი მყიდველი პროდუქციას შეფუთვაში ტოვებს, ამიტომ ჭიებსაც ვერ შენიშნავენ და მოწამლავენ ბავშვებს.
ვთხოვე პროდუქცია ამოეღოთ გაყიდვიდან. სიამოვნებით დათანხმდნენ.
დღეს სახლში მივდივარ და ვხედავ ძიძას იგივე მანი, ისევ "ნიკორაში" აქვს ნაყიდი. ფაფა უკვე გაკეთებული და შესანსლული იყო. შეფუთვაში ისევ ჭიები დაძვრებოდნენ.
ხოდა, ჩავედით და უკვე კატეგორიულად გავაფრთხილეთ. შედეგს მაინც ვერ გამოვიღებთ, რადგან მაკონტროლირებელი ორგანო არაა, ვინც ამის გამო "ნიკორას" დააჯარიმეს, მაგრამ ჩემი რჩევა იქნება ბურღულეულს რომ იყიდით, არ ჩატოვოთ შეფუთვაში და კარგად დააკვირდით. ნაკლები ჭიების ჭამას ვუსურვებ თქვენს შვილებს!“ - წერს მარიამ ჭაჭია.
16-11-2024
16-11-2024