გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
Web Summit 2023-ზე „აწარმოე საქართველოში" და ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ორგანიზებით, საქართველოს სტენდი მოეწყო

14-11-2023

პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში მსოფლიოში ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება - Web Summit 2023 გაიხსნა.


სამიტზე, სადაც მთელი მსოფლიოს ტექნოლოგიური კომპანიები იყრიან თავს, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" ორგანიზებითა და ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდაჭერით, ქართული კომპანიები საქართველოს სტენდზე არიან წარმოდგენილნი.


სახელმწიფოს მხარდაჭერით, სამიტზე წარსდგებიან, როგორც საერთაშორისო სტატუსის მქონე ქართული IT კომპანიები - LineAte, Making Science •Sweeft, DevExperts, Leavingstone, Redberry, ისე ქართული სტარტაპები: Agronnect, Artisio, QuickShipper, OMOFOX, Datamind, Kernel და სხვა.


სამიტზე საქართველოს წარმოსაჩენად, Web Summit 2023-სთვის შემუშავდა ქართული სტენდის კონცეფცია და დიზაინი. საქართველოს სტენდზე, თემატურ ზონებში 5 ქართული ტექნოლოგიური კომპანიაა წარმოდგენილი, რომლებიც სამიტის ვიზიტორებს თავიანთ სერვისებს შესთავაზებენ.


ქართული სტარტაპები კი, მათთვის სპეციალურად გამოყოფილ საპრეზენტაციო სივრცეში გამართავენ B2B შეხვედრებს და პრეზენტაციებს პოტენციური ინვესტორებისა და სამიზნე პარტნიორებისთვის.


ვებ სამიტის ფარგლებში, ვიცე-პრემიერმა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მონაწილეობა მიიღო პანელურ დისკუსიაში - „Innovate or regulate".


საერთაშორისო მასშტაბით ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ IT სამიტში მონაწილეობა ხელს შეუწყობს საქართველოს, როგორც IT სერვისების მიმწოდებელი ქვეყნის პოზიციონირებას, ხელსაყრელი საგადასახადო და სხვა მხარდამჭერი მექანიზმების წარმოჩენით.


Web Summit 2023-ს 160 ქვეყნიდან 70 000-ზე მეტი ადამიანი დაესწრება, სამიტზე 800 სპიკერი და 2 600-ზე მეტი სტარტაპია დარეგისტრირებული. ღონისძიებას აქტიურად აშუქებს გავლენიანი საერთაშორისო მედია: CNN, New York Times, Bloomberg, Business Insider, Politico, BBC, Financial Times და სხვა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930