გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თიბისი კონცეპტი ვერა ფაღავას გამოფენის „მდუმარე ქალაქები“-ს ტურებზე გეპატიჟებათ

15-11-2023

თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცე,საფრანგეთში მოღვაწე, ქართველი მხატვრის ვერა ფაღავას (1907-1988) გამოფენას სახელწოდებით „მდუმარე ქალაქები“ მასპინძლობს.  გამოფენაზე თავმოყრილია ვერა ფაღავას ფერწერული ტილოები, აკვარელები და ჩანახატები, იმ ნამუშევართა ნაკრებიდან, რომელთა მთავარი თემაა ქალაქები და არქიტექტურა.


გამოფენის ფარგლებში, საშუალება გაქვთ დაესწროთ გამოფენის ტურებს და ტურის ხელმძღვანელებთან ერთად დაათვალიეროთ ექსპოზიცია, გაეცნოთ ვერა ფაღავას შემოქმედებას და  მისი ბიოგრაფიის მნიშვნელოვან ფაქტებს. 


დასწრების მსურველებმა გთხოვთ, რეგისტრაცია გაიაროთ www.conceptevents.ge-ზე, რის შემდეგაც კონცეპტ ასისტენტი დაგიდასტურებთ ტურზე დასწრებას.

გამოფენის ტურები გაიმართება თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცეშიკ. მარჯანიშვილის  ქ. #7

  • 18 ნოემბერი, 17:00 საათი - გამოფენის კურატორის, ნინა ახვლედიანის ტური
  • 28 ნოემბერი, 19:00 საათი - გამოფენის კურატორის, ნინა ახვლედიანის ტური
  • 2 დეკემბერი, 17:00 საათი - ხელოვანის, ნინო ქვრივიშვილის ტური
  • 9 დეკემბერი, 17:00 საათი - ხელოვნებათმცოდნე, მარიამ დვალის ტური

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ტურებზე დამსწრეთა რაოდენობა შეზღუდულია.


გამოფენა თიბისისა და ვერა ფაღავას კულტურული ასოციაციის (AC/VP) თანამშრომლობით ხორციელდება და 2024 წლის 30 მარტის ჩათვლით გაგრძელდება. კურატორი ნინა ახვლედიანი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930