15-11-2023
2024 წელს საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურაზე გათვალისწინებულია 790 მილიონი ლარი, საიდანაც 451 მილიონი ლარი მოხმარდება საჯარო სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციას.
ფინანსთა მინისტრის თქმით, 2022 წელს დაფინანსება შეადგენდა 171 მილიონ ლარს, ხოლო მიმდინარე წელს უკვე გამოყოფილია 318 მილიონი ლარი, შესაბამისად, პროგრამის ბიუჯეტი გაიზარდა 86%-ით.
„გამოყოფილი თანხის ფარგლებში, 2023 წელს დაიწყო სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციის მასშტაბური პროექტი. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს 400-ზე მეტი სკოლის მშენებლობა/რეაბილიტაციის პროცესი და მომდევნო წლებში დაგემილია, დამატებით 400 სკოლის მშენებლობა/რეაბილიტაციის დაწყება", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.
როგორც მან აღნიშნა, 2024 წელს, სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროექტის დაფინანსება 133 მილიონი ლარით იზრდება და 451 მილიონ ლარს შეადგენს.
გარდა საჯარო სკოლებისა, მიმდინარე წელს, ასევე, დაიწყო საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროგრამაც, რომლისთვისაც მომდევნო წელს გათვალისწინებულია 267 მილიონი ლარი.
2024 წელს, პროფესიული განათლების ინფრასტრუქტურაზე მიიმართება 57 მილიონი ლარი, ხოლო უმაღლესი განათლების ინფრასტრუქტურაზე ბიუჯეტიდან გამოიყოფა 15 მილიონი ლარი.
« თებერვალი 2025 » | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ო | ს | ო | ხ | პ | შ | კ |
1 | 2 | |||||
3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
24 | 25 | 26 | 27 | 28 |