გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლევან ნიკოლეიშვილი სალომე ზურაბიშვილზე: პრეზიდენტობის სურვილი რომ გამოთქვა, მაშინ არ იყო ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქი? თუ ოღონდ საწადელი აესრულებინა და ყველაფერზე თანახმა იყო?

17-11-2023

პრეზიდენტობის სურვილი რომ გამოთქვა თავის დროზე მაშინ არ იყო ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქი? თუ ოღონდ საწადელი აესრულებინა და ყველაფერზე თანახმა იყო და ყველაფერზე წამსვლელი? ასეთ საქციელს მანამდეც და ახლაც რა ჰქვია იცის ალბათ, მაგრამ არ იტყვის! - ასე ეხმიანება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინტერვიუს le monde-სთან, სადაც მან განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქია.

 

ნიკოლეიშვილის განცხადებით, ზურაბიშვილი ყოველ ჯერზე ახალ მავნებლობას სთავაზობს საზოგადოებას და არ იმჩნევს, რომ მას უმრავლესობა პრეზიდენტად არ თვლის.

 

"ხალხი ალბათ დაიღალა სალომე ზურაბიშვილის სისულელეებისა და ტუტუცობების მოსმენით, მაგრამ მეორე მხრივ როგორ ან რატომ უნდა გავუტაროთ მართლა არ მესმის. ყოველ ჯერზე ახალ მავნებლობას გვთავაზობს, რაც მთავარი თავი პოლიტიკოსად და დიპლომატად მიაჩნია, პრეზიდენტად რომ არ თვლიან ეს კი იცის მაგრამ არ იმჩნევს. ნახეთ რას ამბობს - „დღეს ქართულ პოლიტიკაში, ივანიშვილის გარდა, სხვა ოლიგარქი არ არის - დეოლიგარქიზაცია ნიშნავს, რომ რაც შეიძლება თავისუფალი არჩევნები გვჭირდება, რეალური კოალიციით, პროევროპული ფრონტით.“ პრეზიდენტობის სურვილი რომ გამოთქვა თავის დროზე მაშინ არ იყო ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქი? თუ ოღონდ საწადელი აესრულებინა და ყველაფერზე თანახმა იყო და ყველაფერზე წამსვლელი? ასეთ საქციელს მანამდეც და ახლაც რა ჰქვია იცის ალბათ, მაგრამ არ იტყვის! თუმცა ყველა ამჩნევს და შესაბამისი რეაქციაც და დამოკიდებულებაც აქვს სალომე ზურაბიშვილის მიმართ. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ნანობს რომ მას მისცა ხმა არჩევნებზე, ერთს ვიტყვი არავის არ ეგონა თუ ეს ქალბატონი ასეთი უღირსობის მაგალითებსა და „მარგალიტებს“ შესთავაზებდა ხალხს." - წერს ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელ Facebook-ზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930